მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის სიმპტომები შემსუბუქდა და მძიმე შემთხვევათა რაოდენობამ იკლო - 04 აგვისტო 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, საქართველოშიც კორონავირუსის სიმპტომები შედარებით შემსუბუქდა და მძიმე შემთხვევების რაოდენობამ შესამჩნევად იკლო.

„ყოველ თვე-ნახევარში ერთხელ ანალიზს ვაქვეყნებთ და უკვე მესამე გამოქვეყნებული ანალიზი 11 ივლისის მონაცემებით არის შესრულებული. სწორედ იქ ნახავთ, რომ ინფცირებულების საერთო რაოდენობის მიხედვით მომზადებულ მეორე და მესამე გამოცემებში, ხვედრითი წილი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევებისა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იყო, ვთქვათ, მარტსა და აპრილში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღესდღეობით რთული სათქმელია, რამ გამოიწვია კორონავირუსის სიმპტომების შემსუბუქება.

„ამაზე იმოქმედა სითბომ, თუ თვითონ ვირუსი თანდათან კარგავს ვირულენტობას, დღეს ძნელი სათქმელია, ამას გამოაჩენს, ალბათ, შემოდგომა”, -აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლო დროს გამოვლენილ შემთხვევათა უმეტესობის პირველწყარო დადგენილია.

„ყოველდღიურად გვაქვს ერთეული შემთხვევები. დღეს დილის 09:00 საათისთვის იყო სამი ახალი შემთხვევა, ანუ ბოლო 24 საათში. წინა დღეებშიც ერთეული შემთხვევები იყო. როდესაც ვამბობთ, რომ მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, როგორც წესი, თითქმის ყველა შემთხვევის პირველწყაროზე გავდივართ. არ არის არც ერთი შემთხვევა, თუ მარტის და აპრილის შემთხვევებს არ ავიღებთ, სადაც პირველწყაროზე ვერ გავდიოდით. დღევანდელი სამი შემთხვევიდანაც ერთზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, სადაც პრინციპში, ვიცით პირველწყარო და მიმდინარეობს მისი კონტაქტების კვლევა. ამდენად, საპანიკო არაფერია ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არანაირი საშიშროება არ იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის, საქართველოში „კოვიდ 19“-ის 1182 შემთხვევაა დადასტურებული.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსისგან 962 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 17 პირი, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია