მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - 05 აგვისტო 2020

სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება,  – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლა ჩვეულ რეჟიმში, 15 სექტემბერს დაიწყება.

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარ,ე რაც შეეხება სექტემბერში სწავლის დაწყებას, სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში. რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენ განვაახლებთ სასწავლო პროცესს, ანუ სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ ასევე, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის – საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სწავლის დაწყების პარალელურად განხორციელდება.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყებას არავითარი საშიშროება არ ემუქრება.

„სწავლის დაწყება მობილობას გაზრდის და რა თქმა უნდა, სწავლა ვერ იქნება ჩვეულ სტილში. თუ აქამდე ერთ ოთახში იჯდა 20 ადამიანი, ახლა ასე ვეღარ იქნება. იარსებებს შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები – აუდიტორიებში. ასევე, გვექნება პროტოკოლი, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – ხელების ხშირი დამუშავება, პირბადის გამოყენება. მუშავდება ეს სტანდარტები და დარწმუნებული ვარ, დამყოლობა კარგი იქნება და შევძლებთ, ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს, თუმცა რისკი დიდია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება  7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-294, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია