მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კარგავს თუ არა ხელისუფლება ციხეებზე კონტროლს - 06 აგვისტო 2020

 

ამჟამად ციხეებს მართავენ კრიმინალურ სუბკულტურწარმომადგენლები და ციხის ადმინისტრაცია მათთან თანამშრომლობს

ufleba.ge

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ხელისუფლებამ ციხეებზე კონტროლი დაკარგა - პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარებას ე.წ. მაყურებლები აკონტროლებენ, ციხეების ადმინისტრაცია კი უმეტეს შემთვევაში კრიმინალების გავლენებზე ან თვალს ხუჭავს, ან თავად ეხმარება მათ.

- ციხეებში რომ ვითარებას ქურდული სამყარო აკონტროლებს, ამის შესახებ სახალხო დამცველმაც არაერთხელ აღნიშნა. დღეს "მთავარში" ყოფილმა მსჯავრდებულმა ანონიმურად ისაუბრა იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც ბოლო წლებში ციხეებშია დამკვიდრებული. მისი თქმით, ხშირად პატიმრები სხვა მსჯავრდებულების მხრიან დამცირების, ფიზიკური ძალადობის და არადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდებიან, - აღნიშნულია ტელეკომპანიის ინფორმაციაში. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფმა პირებმა იგრძნონ, რომ მათ უკან დგას სახელმწიფო, რათა ეყოთ გამბედაობა და საჯაროდ ისაუბრონ იქ არსებულ ვითარებაზე. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ ამჟამად ციხეებს მართავენ კრიმინალურ სუბკულტურწარმომადგენლები და ციხის ადმინისტრაცია მათთან თანამშრომლობს. მესამე სექტორის წარმომადგენელთა აზრით, ახლა გადამწყვეტი როლი სახელმწიფო ინსპექტორს ენიჭება, რომელმაც მალე უნდა გამოკვეთოს კონკრეტული პირების პასუხისგების საკითხი.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ აქ სახეზე შეიძლება გვქონდეს კოორდინირებული ქმედება ადმინისტრაციისა და ციხის პატიმრების მხრიდან ამ კონკრეტულ პირზე ძალადობის განხორციელების კუთხით, - ამბობს "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენელი კახა წიქარიშვილი.

მისი თქმით, თუ ვინმე არ ემორჩილება ქურდულ სუბკულტურას, შეიძლება მას დისკომფორტი შეექმნას და ძალადობის მსხვერპლიც გახდეს. წიქარიშვილი ფიქრობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ რეაგირება არათუ მოჰყვა ამ ამბავს, არამედ, როგორ ჩანს, ძალადობის ფაქტი წახალისებული იყო.

საია-ს წარმომადგენელი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ამბავი, რომელიც დღეს, 6 აგვისტოს "მთავარის" ეთერში გავიდა, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო და აუცილებელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ამ კითხვებს სწრაფად გასცეს პასუხი.

ერთი შემთხვევაც ძალიან საგანგაშოა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს დროულად იქნას აღკვეთილი და გამოძიებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დასჯის შიში არ ექნებათ თანამშრომლებს, ეს შეიძლება გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში და ამის რისკი უნდა დააზღვიოს სახელმწიფომ, - თქვა მან.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ისე სამედიცინო თვალსაზრისით, გამჭვირვალე არ არის.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთი პრობლემები პენიტენციურ დაწესებულებებში წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა, თუმცა ახლა ამ პრობლემებს კრიმინალური ავტორიტეტების ფაქტორიც დაემატა.

სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაცია არის სავალალო და ამას ადასტურებს მათ შორის სახალხო დამცველიც, რომელიც აღწერს იმ ძალიან მძიმე სიტუაციას ციხეებში, მათ შორის მაყურებლების, ადმინისტრაციის მხრიდან, ძალადობის კუთხით პატიმრებზე, და ეს ხდება იმიტომ, რომ მართლმსაჯულების ყველა რგოლი არის მოშლილი და არ არსებობს კანონის უზენაესობა, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ლევან თარხნიშვილი აღიარებს, რომ პრობლემები მათ დროს ნამდვილად არსებობდა, თუმცა მისი თქმით, მაშინ, როდესაც "ოცნების" ერთერთი დაპირება სწორედ პენიტენციურ დაწესებულებებში სიტუაციის მოგვარება იყო და ეს პრობლემები დღეს კიდევ უფრო გაღრმავებულია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას ეხმაურება. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ყოფილი პატიმრის ანონიმური ინტერვიუ, სადაც რესპოდენტი საუბრობს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდზე და აცხადებს, რომ სხვა პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, ასევე სექსუალური შევიწროების მცდელობას, სიმართლეს არ შეესაბამება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება 2020 წლის 6 აგვისტოს ტელეკომპანიამთავარისსაინფორმაციო გამოშვებებში გასულ ყოფილი პატიმრის ანონიმურ ინტერვიუს, სადაც რესპოდენტი საუბრობს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდზე და აცხადებს, რომ სხვა პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, ასევე სექსუალური შევიწროების მცდელობას. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, ისევე როგორც ყოფილი პატიმრის ბრალდება, თითქოს ეს ყველაფერი წახალისებული იყო პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან და მუქარები ყოფილი პატიმრის მიმართ დღესაც გრძელდება.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანიის რესპოდენტი, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს ყოფილი ბრალდებული .., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 2020 წლის 14 თებერვალს მოთავსდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარე წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ..- დატოვა საპატიმრო. ვინაიდან N8 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს შეხება ჰქონდა მხოლოდ მის თანამესაკნეებთან და არ ჰქონია კონფლიქტი არც თანამესაკნეებთან და არც დაწესებულების თანამშრომლებთან. შესაბამისად, მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მის მიმართ განხორციელებული იყო ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა, არის სრული სიცრუე“,- აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

იხილეთ სიუჟეტი: მთავარი არხი

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია