მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიგა ბოკერია - ერთადერთი ფუნდამეტური შეცდომა რუსეთისთვის სამშვიდობო სტატუსის არჩამორთმევა იყო - 07 აგვისტო 2020

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დროს, ქართული მხარემ ერთადერთი ფუნდამეტური შეცდომა დაუშვა, რაც რუსეთისთვის სამშვიდობო სტატუსის არჩამორთმევა იყო.

"ერთადერთი ჩვენ ფუნდამენტურ შეცდომად მივიჩნევ, რომ რისკზე არ წავედით - ეს იყო სამშვიდობოებისთვის ჩამორთმევა სტატუსის, რა ინიციატივაც დადგა მაშინ, საქართველოს პარლამენტმა დააყენა, რაც დიპლომატიურად და პოლიტიკურად შეავიწროებდა რუსეთს. თუმცა იმ მომენტში ჩვენი მოკავშირეებიც კი ამის მხარდამჭერები არ იყვნენ, იმიტომ რომ არ სურდ გამწვავება ვითარების.

სწორედ ის იყო მთავარი, პატიოსანი შეცდომა და როდესაც ჩვენ ვეუბნებოდით მათ და ეს აღწერილი აქვს სხვათა შორის, სახელმწიფო მდივანსაც თავის მემუარებში კონდოლიზა რაისს, რომ რუსეთი ამას აპირებს, აქთკენ მიდის ყველაფერი, განწყობა იყო, რომ ეს არ მოხდება, არ იფიქროთ ამაზე, რუსები ამას ვერ იზამენ. ეს დიდი შეცდომა იყო," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა. ირაკლი სესიაშვილის თქმით,  ომის თავიდან აცილება ხელისუფლებამ უტიფარი მიზეზების გამო ვერ მოახერხა.

"ომი ერთ დღეში არ იწყება, ომი არის პოლიტიკის გაგრძელება ცეცხლისმიერი ფორმებით. თუ მაშინდელმა ხელისუფლებამ  შეცდომები დაუშვა, ამაზე უნდა ვისაუბროთ და ეს უნდა იყოს გაკვეთილი. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მთავრი შეცდომა თურმე ყოფილა, რომ რუსეთის . სამშვიდობო ძალებს სტატუსი არ მოუხსნეს, ანუ გვეუბნებიან, სტატუსი რომ მოეხსნათ, მაშინ ომი არ იქნებოდაო, რა ძალიან დიდი ტყუილია, რადგან საერთაშორისო სამართალი ფეხქვეშ გათელა მაშინაც და როდესაც ოკუპაცია მოახდინა იმ დროსაც.

ომის წინაპირობები იყო აბსოლუტურად უგუნური და გაუმართლებელი პოლიტიკა, მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლების მთავრი ვალდებულებაა, განახორციელოს პრევენცია ომის თავიდან ასაცილებლად,"- აცხადებს სესიაშვილი.

რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ირაკლი სესიაშვილი, მაშინ რომ პრეზიდენტი ყოფილიყო:

"არ გადავდგამდი არასწორ დიპლომატიურ ნაბიჯებს. ჩვენი ფარი იყო საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია. ომი ასე ადვილად არ იწყება, მას ტაქტიკური გადაადგილებები სდევს წინ. მაშინ იყო მოსათხოვი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. იმ ხელისუფლების მთავრი ამოცანა იყო ის, რომ როდესაც ხედავდა კრემლი მომზადებული იყო აგრესიის გასახორციელებლად, საერთაშორისო საზოგადოების საშუალებით მათ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რომ ომი აერიდებინათ.

წინა დღეებში გვახსოვს, რომ ყველაფერი კეთდებოდა ესკალაციისაკენ. როდესაც აგრესიის უშუალო ნიშნებზე ვსაუბრობთ, აქ მთელი მსოფლიოს მობილიზება იყო საჭირო. თქმა იმისა, რომ ჩვენ არ გვეგონა - ეს არის დიდი უტიფრობა," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

მომზადებულია „რუსთავი 2-ის“ მიხედვით.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია