მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი კანდელაკი - ხელისუფლების არჩევნებით ცვლა რეალისტურს გახდის NATO-ში გაწევრიანებას - 09 აგვისტო 2020

დასავლელი პარტნიორების მხრიდან იმის შეხსენებას, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მომავალი არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან:

"აზრი იმის შესახებ, რომ ხელისუფლების არჩევნებით ცვლა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მეორედ, იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რაც დაახლოებს ჩვენს ქვეყანას ცივილიზებული ქვეყნების ოჯახთან და რეალისტურს გახდის მაგალითად NATO-ში გაწევრიანებას, ეს აზრი არის საბოლოოდ განმტკიცებული, კრისტალიზებული და ჩამოყალიბებული,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ რუსეთი განსაკუთრებულად შეეცდება ამ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას:

"რუსეთს უნდა რომ ზეგავლენა მოახდინოს საქართველოზე, ისევე როგორც ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს უკრაინაზე, მოლდოვაზე და სხვა ნებისმიერ სახელმწიფოზე. ამერიკაზე ახდენს და ჩვენზე რა იქნება წარმოგიდგენიათ, შესაბამისად ეს ვითარება გვაქვს" - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"გირჩის" ლიდერს მოლოდინი აქვს, რომ რუსეთი ეცდება ხელი შეუწყოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პრორუსული ძალების მოხვედრას:

"ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ხაზგასმა იმაზე, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ამ ქვეყანაში მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რის გამოც ჩვენ საერთოდ ყურადღების ცენტრში ვართ. რუსეთი ეცდება, რომ საქართველოში წაახალისოს პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები და ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ორგანოში მათ წარმოდგენას უფრო მეტად, ვიდრე იმ ძალებს რომლებიც არიან ანტირუსულად და პროდასავლურად განწყობილი," - აღნიშნა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

დასავლელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყურადღებისკენ და შეახსენეს, რომ ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ რუსეთს არ აძლევს ხელს საქართველოში დასავლური და დემოკრატიული პროცესების განვითარება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დასავლეთის მხარდაჭერის შენარჩუნებისთვის ხაზი გაუსვეს მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობას.

დასავლელი პარტნიორების განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება მმართველი გუნდის საგანგებო ამოცანაა:

"ყველა წესი იქნეს დაცული, არის მნიშვნელოვანი, საგანგებო ამოცანა მმართველი გუნდისთვის. რაც შეიძლება მეტი მეთვალყურე და რაც შეიძლება მაღალი სტანდარტი არჩევნებისა, რომელმაც მსოფლიო კიდევ ერთხელ უნდა დაარწმუნოს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის ის რომელიც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ეს არის მთავარი ამოცანა," - აცხადებს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

მომზადებულია „რუსთავი 2-ის“ მიხედვით.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია