მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დმანისის მერი „ქართული ოცნებიდან“ კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერისთვის გარიცხეს - 10 აგვისტო 2020

დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს, – ამის შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, გარიცხვის მიზეზი „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერაა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული.

გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა კახეთიდან დაიწყო. ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანთან ერთად დაასახელა. თელავის შემდეგ შეხვედრა მოსახლეობასთან უკვე ახმეტაში გაიმართა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია