მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რუსეთმა „გამალეიას ინსტიტუტის“ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა - 11 აგვისტო 2020

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა „გამალეიას ინსტიტუტის“ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ტელეკონფერენციის დროს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა.

„პირველად მსოფლიოში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დავარეგისტრირეთ. ვიცი, რომ ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და აყალიბებს მყარ იმუნიტეტს“,- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ვაქცინა მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმაც გაიკეთა.

„ეს მე ძალიან კარგად ვიცი, რადგან ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმაც გაიკეთა ეს ვაქცინა. პირველი ინფექციის შემდეგ, მას 38 ჰქონდა სიცხე, მეორე დღეს 37 და სულ ეს იყო. მეორე ინექციის შემდეგაც ტემპერატურამ ოდნავ მოიმატა, შემდეგ დაიკლო, სულ ეს იყო, ახლა ის თავს კარგად გრძნობს“,- განაცხადა პუტინმა.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია