მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ ვერ აგვარებენ სოფელ ვეჯინში წყლის პრობლემას - 14 აგვისტო 2020

გურჯაანის რაიონის, სოფელ ვეჯინის მკვიდრი ელმირა ბეციაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოვალეობის შესრულებისკენ და ელემენტარული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს.

- სოფელ ვეჯინის მერის წარმომადგენელი და მისი სპეციალისტები, რატომ არ ასრულებთ კანონით დაკისრებულ თქვენს ვალდებულებებს?! სოფელში წყალი არ არის ნორმალურად, ამ პრობლემას ვერ და არ აგვარებთ;

სოფლის სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებამდე მისასვლელი გზები საშინელ მდგომარეობაშია და ფაქტობრივად გადაადგილება ჭირს (კეჭაში დიდშარის გზა).

მუდმივად ყველაფერზე პასუხი გაქვთ - ეგ  ჩვენ არ გვეხება.

სამაგიეროდ, გეხებათ თქვენი ერთი სპეციალისტი ოპოზიციის წამომადგენლებს მიუჩინოთ და მათი შეხვედრების ვიდეო და ფოტო გადაღება მოახდინოს, ხოლო მეორე სპეციალისტმა კარდაკარ იაროს და ოჯახებში იკითხოს, თუ  ვის აძლევენ არჩევნებში ხმას და შესაბამის აღრიცხვა აწარმო.  

ვერ ხვდებით, რომ ეს  დანაშაულია? თუ კანონი თქვენთვის არ მოქმედებს?  მთავარია ხელფასებს იღებთ, სოფელი და ხალხი  რაში განაღვლებთ... - წერს ელმირა ბეციაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია