შატილის გზაზე ტრაგედიასთან დაკავშირებით, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, ფეისბუქის გვერდზე წერს:
- რაც მთელი წელიწადი კორონავირუსთან ბრძოლაში რესურსი ჩაიდო იმისთვის, რომ დაგვეცვა, გადაგვერჩინა მოქალაქეები და მახვერპლი მინიმუმამდე შეგვემცირებინა (17 დაღუპული ვირუსით), ერთმა საგზაო შემთხვევამ შეიწირა! 12 დაღუპული, 3 მძიმედ ტრავმირებული და ეს მხოლოდ ერთ საგზაო შემთხვევაში!
რა პასუხი გვაქვს ამგვარი ტრაგედიების პრევენციაზე, თუ შევეგუოთ ამხელა მსხვერპლს ყოველ ჯერზე? - წერს ეკა ლალიაშვილი.
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.