მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზურაბ სიხარულიძე - გაზით გამდიდრებული მარიხუანა ყოფილა გავრცელებული, შეჩერდით და ნუ იწამლავთ თავს! - 25 აგვისტო 2020

ექიმი-ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ქვეყანაში ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარების სავალალო შედეგებზე მორიგ მიმართვას ავრცელებს:

- მოკლ, წელი არ გავა, რომ ჩემ გაოცებას საზღვრი არ ქონდეს.

ამ დღეებში ვნახე პაციენტი უმძიმესი ფსიქკური აშლილობით, რომელიც იყო გამოწვეული რაღაც გაურკვეველი ნარკოტიკის მოხმარებით. რომ ჩავეძიე რა მოიხმარა, აი  არ ვიცი, ამას უკვე აღარაფერი არ ქვია, საზღვარი არა აქვს ამას!

მომისმ კარგად! რეებს იგონებთ, რას შვებით, რას უშვებით საკუთარ ჯანმრთელობას და ფსიქიას!

გაზით გამდიდრებული მარიხუნა ყოფილ ძალიან გავრცელებული დღეს. აი წარმოუდგენელია უკვე ეს ყველაფერი; რომლის მოხმარებაც იწვევს  ტვინის ჰიპოქსიას, როგორც ჩანს, უმძიმ ინტოქსიკაციას და შემდგომ უმძიმეს ფსიქოპაოლოგიის ჩამოყალიბებ - გამოიხატება პარნოიაში, კარდიოფობიაში, აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა ანდა ვითარდება უმძიმესი ფსიქოზი! შეჩერდით და ნუ იწამლავთ თავს! - წერს ზურა სიხარულიძე

შეგახსენებთ, რომ ზურა სიხარულიძემ  ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასა და მის სავალალო შედეგებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვაც გაავრცელა. ექიმი იმ კოლეგებს პასუხობს, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობა არ არის:

„რამდენიმე განმარტება უნდა გავაკეთო ჩემს ბოლოდროინდელ პოსტებთან დაკავშირებით, ვინაიდან ბევრ ჩემს კოლეგას მოუწია ჩემს პოსტებზე კომენტარის გაკეთება, პრესკონფერენციების ჩატარება ა. შ. თუმცაღა, ვთვლი, რომ მე თვითონ გავაკეთო განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვწერ აქტიურად თქვენთვის უკვე ცნობილ საკითხებზე. კოლეგების განმარტებით ქვეყანაში არ არის შესაბამისი პრობლემური მდგომარეობა. და თუ ასე მოხარული ვარ. თუმცაღა, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო შემდეგ საკითხებზე:

- ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლები სამწუხაროდ არ მიმართავენ ნარკოლოგიურ კლინიკებს, ვინაიდან არ თვლიან, რომ აქვთ პრობლემა და მოიხმარენ ამ ნივთიერებს რეკრიაციული მიზნით;

- ეს ადამინები ორ შემთხვევაში ხვდებიან სტაციანარებში: მაშინ, როდესაც ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში მდგოამრეობა და/ან ვითარდება ფსიქოზი, შესაბამისად ხვდებიან ფსიქიატრიულ სტაციონარებში, სადაც ნარკოლოგიური დიაგნოზი არ ისმება. ანუ საქმე გვაქვს ორმაგ დიაგნოზთან, სადაც წამყვანი არის ფსიქოზური მდგოამარეობა;

- არცერთი ფსიქოაქტიური ნივთიერება არ არის კონტროლირებადი და შესაბამისად აღნიშნული ნივთიერების რაობის დადგენა არსად არ ხდება. ამის ფონზე ვითარდება კომატოზური მდგომარეობა და დიაგნოზი იწერება, როგორც უცნობი ეტიოლოგიის კომა;

- აგრეთვე გარდაცავალების შემთხვევაში ექსპერტიზის პასუხი გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით უნდა გაეცეს მხოლოდ ოჯახის წევრებს და არავის აქვს უფლება ამ პასუხის გასაჯაროვების. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე არ ვიცით რეალურად რა იყო ამ თუ იმ ადამიანის გარდაცვალების მიზეზი;

- ქვეყანაში ინფორმაციის ერთადერთი წყარო არის თავად მომხმარებელთა თემი, რომელიც იწერს ან იძენს აღნიშნულ ნივთიერებებს. შესაბამისად მხოლოდ ანამნეზური მონაცემების საფუძველზე მომართვიანობის დროს ხდება დადგენა იმის თუ რა ნივთიერება მიიღო. თუმცაღა, არანირი ლაბორატორიულ-კვლევითი დადასტურება ვერ და არ ხორციელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ხელსაწყო;

- ამოღებული ნივთიერებების ნუსხაში შსს – ის მიერ არასოდეს არ ხდება ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით თუ რა ნივთიერება იყო ამოღებული. ყველგან არის მითითებული, რომ ამოღებულ იქნა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება (ანუ არის გენერალიზებული), ვინაიდან ხშირად ვერ ხერხდება დადგენა რა ტიპის ნივთიერება არის ხელმისაწვდომი დარკნეტში, სადაც აღნიშნული ნივთიერებების შეძენა საკმაოდ ადვილად ხდება სხვადასხვა ინტერნეტ პორტალებზე;

- ქვეყანაში არ არსებობს ე.წ „პოიზინგ ცენტრი,“ რომელიც შეტყობინებას გაავრცელებს იმასთან დაკავშირებით თუ რა ნივთირებით მოხდა ადამიანი კომატოზურ მდგოამრეობაში;

- არ ხდება შავი ბაზრის კვლევა და იმის კონტროლი თუ რა ნარკოტიკია ბაზარზე. შესაბამისად ინფორმაციის გამოჟონვა ხდება ისევ პაციენტების მონაყოლიდან ან ინფორმაცია გროვდება ნარკოლოგიურ სტაციონარებში მოხვედრის შედეგად, ისიც წლის ბოლოს და ეს სისტემაც არ არის საბოლოოდ დახვეწილი. თუმცაღა, არსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეხლა ხდება სისტემის დახვეწა;

- ქვეყანაში არ არსებობს ზიანის შემცირების სტრატეგია ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით და შესაბამისად არ ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება.

მოკლედ, ეს არის ჩემი განმარტება და კომენტარი, თუ დავღალე ან ავაფორიაქე ვინმე ბოდიშს ვიხდი.

თუმცა ვთვლი, საჭიროა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ის მინიმალური ინფორმაცია, რაც ეხება ქვეყანაში ვითარებას. გმადლობთ ყურდღებისთვის".

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია