მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით მეორედ დაინფიცირება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს - 25 აგვისტო 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტის კორონავირუსით მეორედ დაინფიცირება, ანუ რეინფიცირება ორგანიზმში, ერთეული შემთხვევების გარდა, თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, განმეორებითი ინფიცირების დროს, ორგანიზმს მანეიტრალიზებელი ანტისხეულები აქვს, რითაც დაავადებას ებრძვის.

„ზოგადად, ინფექციური პროცესის კანონია, რომ ერთხელ გადატანილი დაავადების შემდეგ განმეორებითი ინფიცირება, გარკვეულწილად, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, რადგან ჯერ ორგანიზმს მაინც აქვს, ასე ვთქვათ, მანეიტრალიზებელი ანტისხეულები. არის გარკვეული რაოდენობა, რომელიც არ არის საკმარისი იმუნიტეტისთვის, მაგრამ გარკვეულწილად, დაავადებასთან საბრძოლველად ორგანიზმი ამას იყენებს. რეინფიცირება ყოველთვის უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.

ვიცით, დღესდღეობით იმუნიტეტის ხანგრძლივობა და მისი ხარისხი არ არის ცნობილი. შესაძლებელია, იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდეს, მაგრამ ეს იქნება ერთეული შემთხვევები. ამ ეტაპზე, ერთეულ შემთხვევებზე ლაპარაკი ნაადრევია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ანახლდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 429 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა 1 150-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია