მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი გახარია - სკოლები 15 სექტემბრიდან, საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება - 26 აგვისტო 2020

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან, ხოლო სკოლები 15 სექტემბრიდან იხსნება. ამასთან, დაბა მესტია და ლენჯერი ორი სექტემბრიდან გაიხსნება.

კოვიდ -19“-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივად ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს პირველი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს ორი სექტემბრიდან“, – წერს გახარია.

ყველანაირი პროგნოზით, კორონავირუსული ინფექცია არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც ერთ და არც ხუთ თვეში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „კოვიდ-19“ სამყაროს გარკვეულ პრობლემებს კიდევ ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში შეუქმნის.

რეგულაციების შემსუბუქების პროცესში ინფექციის გავრცელების რისკი, ცხადია, იზრდება, მაგრამ ქვეყნები და ეკონომიკები ჩაკეტილი ვერ იქნება. ყველანაირი პროგნოზით, კორონავირუსული ინფექცია არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც ერთ და არც ხუთ თვეში. ის, ალბათ, ჩვენ და მთელ სამყაროს გარკვეულ პრობლემებს კიდევ ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში შეუქმნის, სანამ არ იქნება ეფექტური ვაქცინა და ეფექტური წამალი.

ამიტომ ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ძალაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანდათან უნდა გავზარდოთ მობილობა. ამის პარალელურად ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა აუცილებელია. ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვსყოველდღიურად 10, 15, 20 შემთხვევაეს ჯანდაცვის სექტორისთვის დიდი პრობლემა არ გახლავთ და ამ შემთხვევებს საკმაოდ კარგად მართავს. დაახლოებით, ამ ჩარჩოში უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ჩვენ ვამჩნევთ, რომ თანდათან მოვეშვით. პირბადეზე უკეთესი დაცვის საშუალება არ არსებობს, – აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ამასთან, გამყრელიძემ ევროპული ქვეყნების მაგალითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში პირბადის ტარების უფრო მკაცრად მოთხოვნა განიხილება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ რეკომენდაციები და გთხოვთ, ამას მაქსიმალური ყურადღება მიექცეს მასმედიაში. ორი მთავარი რეკომენდაციაა დღევანდელი ეტაპისთვის, რაც აუცილებლად დასაცავია. ჩვენ ვამჩნევთ, რომ თანდათან მოვეშვით. აი, ახლაც ძალიან ბევრს არ გიკეთიათ პირბადე. დახურულ შენობებში აუცილებელია პირბადე.

მეორე ტალღის ტიპის განვითარებაა საფრანგეთში, ესპანეთში, ასევე ზრდის ტენდენციაა გერმანიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ტურიზმი აქტიურად განვითარდა. ბევრ ქვეყანაში პირბადის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი საშუალების, უფრო მკაცრად, მანდატორულად ტარების აუცილებლობა განიხილება და იქ ჯარიმები რამდენიმე ასეული ევროს ფარგლებშია.

მე ახლა არა ჯარიმებზე, არამედ მოსახლეობის მეტ თვითშეგნებაზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ ამაზე უკეთესი დაცვის საშუალება დახურულ შენობაში არ არსებობს. ასევე, თუ ღია სივრცეში ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება და არ არის დისტანციის დაცვის საშუალება, აუცილებელია პირბადის ტარება. ეს ინფექციის გავრცელების რისკს სერიოზულად ამცირებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის წარმოება ფინალურ ეტაპზე გადადის და შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე დამტკიცდეს. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოკოვიდისვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.

საკოორდინაციო საბჭოზე ვიმსჯელეთ ვაქცინაციის შესახებ. „კოვიდისვაქცინის წარმოება ფინალურ ეტაპზე შედის, ცხრამდე ვაქცინა კლინიკურ კვლევებს გადის, აქედან სამი მესამე ფაზის კვლევებშია და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცონ რამდენიმე ვაქცინა.

ორგანიზაციისვაქცინების გლობალური ალიანსიკოორდინაციით მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნებთან ვაქცინის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველო, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საგარეო და ფინანსთა სამინისტროები. არის გარკვეული პირობები, თუ რა ეტაპები უნდა გავიაროთ ვაქცინის მისაღებ განაცხადთან დაკავშირებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 436 შემთხვევაა დადასტურებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 1 150- შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია