მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ნოდია - რევოლუციები ძალიან, ძალიან სახიფათო რამეა, მათ იშვიათად მოყვება დემოკრატია - 26 აგვისტო 2020

რევოლუციები ძალიან, ძალიან სახიფათო რამეა. მათ იშვიათად მოყვება დემოკრატია. ტრადიციული, სისხლიანი რევოლუციები პოლიტიკური ძალადობის ლეგიტიმაციას ახდენს და მერე ძნელი ხდება ნორმალურ პოლიტიკაზე გადასვლა. როგორც ისტორიიდან ვიცით, საერთო მტრების ხოცვაზე ნავარჯიშევი რევოლუციონერები, წარმატების შემთხვევაში, ასეთივე შეურიგებლობით ერთმანეთს ეძგერებიან ხოლმე (კლასიკური მაგალითი: საფრანგეთის რევოლუცია, რომლიც სქემა მერე რუსმა ბოლშევიკებმა, ირანალებმა, ისლამისტებმა და სხვებმა გამოიყენეს)“, - წერს ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი გია ნოდია ფეისბუქის გვერდზე.

- .. „ხავერდოვანი რევოლუციებიგაცილებით ნაკლებ სახიფათოა და წარმატების გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აქვთ. თუმცა, ხანდახან მანაც შეიძლება მოიტანოს ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალი დონე, რაც დიდხანს არ უტოვებს სიცრცეს მეტ-ნაკლებად ძლიერ ოპოზიციას (მაგალითი - საქართველო 2004-7 წლებში, ნაწილობრივ - 2011 წლამდე).

რა ჯობია ნაზ და ნარნარ გადასვლას ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაზე! მაგრამ ასეთი რამეები თითქმის არ ხდება. ასეთ გადასვლას სჭირდება ბრძენი ავტორიტარული მმართველი, რომელიც, რაღაც ეტაპზე, თავად გამოვა რეალური დემოკრატიზაციის ინიციატივით. კარგია, მაგრამ სადაა ეგრე?

ამიტომ უნდა ვეცადოთ და განვასხვავოთ (შედარებით) „კარგიდა ცუდირევოლუციები. ჩემთვის კარგი რევოლუციების მოდელებია ინგლისის დიადი (glorious) რევოლუცია, ამერიკის რევოლუცია, ფერადი რევოლუციების უმრავლესობა (მათ შორის ჩვენი ვარდების რევოლუცია).

ცუდი რევოლუციები იყო საფრანგეთის, რუსეთის (ბოლშევიკური, თორემ თებერვლისას თავიდან არა უშავდა), ირანის. ინგლისის პირველი რევოლუცია (სამოქალაქო ომად ცნობილი) მეორეზე უარესი იყო, თუმცა არც მთლად ისეთი ცუდი, როგორც ჩამოთვლილი მოდელები.

რა არის კრიტერიუმი? ცხადია, მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი და ისიც, რამდენად დიდია ძალადობის ელემენტი. მაგრამ ძირეული ფაქტორი სხვა მგონია.

კარგი რევოლუციებისთვისდამახასიათებელია ის, რომ პროტესტის მოტივი არის უკვე არსებული კონსტიტუციის დაცვა (არ არის გადამწყვეტი, დაწერილის თუ დაუწერელის): მოპროტესტე ხალხი ხელისუფლებას ბრალს დებს იმაში, რომ მან დამკვიდრებული და/ან მისივე აღიარებული წესები დაარღვია და ამ წესების დარღვევისთვის ცდილობს მის დასჯას. ამბოხებული ხალხი არ ცდილობს ყველაფრის ლიდან დაწყებას და პრინციპულად ახალი სინამდვილის შექმნას.

ცხადია, „კარგირევოლუციებიც უფრო შორს მიდიან, ვიდრე უკვე აღიარებული წესების დაცვაა. მაგრამ მათთვის დამახასიათებელია, რომ რევოლუციის შემდეგ მასობრივი ძალადობა არ ხდება (ჯერჯერობით, ბელარუსის მოვლენები, რისი შედეგიც ჯერ არ ვიცით, ამ სცენარით მიდის).

ამისგან გამსხვავებით, „ცუდირევოლუციები ხელმძღვანელობენ ინტელექტუალების თავებში შობილი აბსტრაქტული იდეებით, სრულიად ახალი, მანამდე არასოდეს არსებული წესრიგის დამყარების პათოსით. მათ წარსული მთლიანად უნდა უარყონ და ლიდან დაიწყონ. ამიტომ, ძველი ხელისუფლების გადაყენება მასობრივი ძალადობის მხოლოდ დასაწყისია.

მეტს აღარ გავაგრძელებ, თორემ სტატია გამოვა, - ამბობს გია ნოდია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია