მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიგი უგულავა - სამწუხაროა, რომ ხატიას წარმატებას არ ვუსურვებ, ეს არასწორი ნაბიჯი იყო - 27 აგვისტო 2020

„მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან“, ძალა ერთობაშია, თუ გადაღუნვაში? სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო“, - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისნის მაჟორიტარად ხატია დეკანოიძის დასახელებას „ფეისბუქზე“ ეხმაურება.

ამასთან, მოგვიანებით, გიგი უგულავამ მინაწერი გააკეთა, სადაც აღნიშნავს, რომევროპული საქართველოისნის მაჟორიტარულ ოლქში მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს.

ჩვენ შეთანხმების ერთგული ვრჩებით, შესაბამისად, ისანში მხარს გიორგი ვაშაძეს დავუჭერთ. კიდევ ერთხელ, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ხატიას წარმატებას არ ვუსურვებ. დრო გამოაჩენს, რომ ეს ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო“,- წერს გიგი უგულავა.

გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევსნაციონალური მოძრაობა“,- ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ისნის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი, „სტრატეგია აღმაშენებლისლიდერი გიორგი ვაშაძენაციონალური მოძრაობისმხრიდან ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის დასახელებას.

ეს არის მათი გადაწყვეტილება, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვიერთდნენდამსხვრეული ოცნებებისპარტიის დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებში.

ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ პოლიტიკური ინტრიგები, ისინი ჩვენგან ელიან სიღარიბისა და კრიმინალის დამარცხებას, „დამსხვრეული ოცნებებისპარტიის დამარცხებას.

სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას ისნის ოლქშიდამსხვრეული ოცნებებისპარტიის კანდიდატზე და ჩემთან, როგორც ამ ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, დავამარცხებთ კრიმინალსა და სიღარიბეს.

საქართველოში არც ერთი ბავშვი აღარ უნდა შიმშილობდეს და მოქალაქეები ქუჩებში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ. ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მაღელვებს“,- წერს გიორგი ვაშაძეფეისბუქზე“.

ნაციონალური მოძრაობისისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ამასთან, დეკანოიძეფეისბუქზეწერს:

ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ: თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის. მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის. შეხვედრამდე“,- წერს დეკანოიძე.

ნაციონალურმა მოძრაობამისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე დაასახელა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე წარადგინა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია