მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პროკურატურა - აუდიტის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის დარღვევაზე - 31 აგვისტო 2020

საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაიგზავნა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს ორგანული კანონი, – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დასაშვებ ფორმებს.

ამავე კანონის 34- მუხლის თანახმადპარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მათ შორის აუდიტის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის დარღვევაზე, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობისას გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალურ პროკურატურაში შემოსული ზემოაღნიშნული განცხადება, შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაიგზავნა“, – ნათქვამია განცახდებაში.

პარტიაევროპული საქართველოსვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამპატრიოტთა ალიანსისდაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას 25 აგვისტოს მიმართა.

ელენე ხოშტარიას თქმით, საქმე ეხებაპატრიოტთა ალიანსისშესაძლო რუსულ დაფინანსებას და პლატფორმადოსიეზეგამოქვეყნებულ სტატიას.

ინტერნეტგამოცემა ორ სხვადასხვა დოკუმენტს აქვეყნებს და ამ დოკუმენტების საფუძველზე იუწყება, რომპატრიოტთა ალიანსსწინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომლებიც საქმიანობაზე ანგარიშს აბარებენ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს.

სტატიაში საუბარია იმაზეც, რომპატრიოტთა ალიანსმაწინასაარჩევნოდ რუსული დაფინანსება მიიღო.

ქუთაისში 8 აგვისტოს მემორიალთან „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა და იმერეთის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ანა ნაცვლიშვილმა, თორნიკე ართქმელაძემ და ანა ბიბილაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

„ლელოს“ ლიდერებმა „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და დაიწყონ „პატრიოტთა ალიანსის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პროცედურა.

„საჩქაროდ დაიწყოს სამართლებრივი პროცედურა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ შეუწყდეს უფლებამოსილება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ვინაიდან ეს ძალა არის არაკონსტიტუციური ძალა.

საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს პოლიტიკურ ძალას, რომლის საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, აღვივებს შუღლს სხვადასხვა ჯგუფს შორის და თიშავს საქართველოს მოსახლეობას ერთმანეთისგან, ეს ძალა არის არაკონსტიტუციური.

მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტის დეპუტატების კონკრეტულ რაოდენობას აქვს ეს უფლებამოსილება. ჩვენ, სამწუხაროდ, ამის უფლებას კანონი არ გვაძლევს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია