მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი ვაშაძე - 220 მლნ ლარის ქონება გადაიფორმეს ე.წ. მორატორიუმის გამოცხადების დროს ბანკებმა - 01 სექტემბერი 2020

ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, თუმცა „დამსხვრეული ოცნებების“, ივანიშვილის ხელისუფლება არაფერს აკეთებს შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხელთ მაქვს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულება, თუ რა მძიმე მდგომარებაში ვართ.

2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, 220 მილიონი ლარის ქონება გადავიდა ბანკების საკუთრებაში, ანუ 220 მილიონი ლარის ქონების მესაკუთრე, ბიზნეს სუბიექტი, კერძო პირი გაკოტრდა ქვეყანაში და ეს ქონება გადაეცათ ბანკებს.

50 მილიონით მეტია ეს ქონება ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში, მხოლოდ ოთხ ბანკთან მიმართებაში, და რას ნიშნავს ეს?

ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსის დროს, როდესაც გამოვიდა ბატონი გახარია და გვითხრა, რომ სესხებზე პროცენტი სამი თვით გადავადდებოდა, თითქოს უნდა გაჩერებულიყო საბანკო ოპერაციები და საბანკო ქმედებები, ბანკებმა 220 მილიონი ლარის ქონება ამოიღეს საქართველოს ეკონომიკიდან და გადაიფორმეს.

ეს ნათლად ჩანს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ანგარიშში. ეს არ არის რაიმე საექსპერტო დასკვნა ან ვინმეს გამოქვეყნებული მონაცემი.

ეს ნიშნავს, რომ ის ხუთი მრდ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სესხად აიღო, სად დაიხარჯა არ ვიცით. სახელმწიფო საით მიემართება არავინ უწყისს, ფაქტია არც ერთი ლარი არ მიდის ტურიზმის სექტორის, მანქანების რეექსპორტის სექტორის და სხვა მცირე თუ საშუალო ბიზნესის გადასარჩენად, ის უბრალოდ ხმარდება კერძო პირების ქონების დაცვას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ მას პრეტენზია ბაკებთან არ გააჩნია და ვერც ექნება, რადგან ბიზნეს სუბიექტები არიან და მათ საქმიანობაში ღიად ვერ ჩერევა.

„როცა შენ ხარ ხელისუფალი, გამოდიხარ და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს იძახი, რომ მე ვეხმარები ხალხს, ვსვამ კითხვას ეს არის თქვენი დახმარება? 220 მლნ ლარის ქონება გადაიფორმეს ე.წ. მორატორიუმის გამოცხადების დროს ბანკებმა.

მიმაჩნია, რომ ეს დასაწყისია და მესამე კვარტალი კიდევ უფრო უარესი იქნება და ა.შ მე მინდა საზოგადოებას მივმართო: ხალხნო, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარი ჯიბეზე ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ 45 მლნ ლარი გადაურიცხეს თავის კომპანიებს კორონავირუსის დროს, კაპიკები ხალხს. გთხოვთ, სრული მობილიზება გავაკეთოთ და კარგად დავინახოთ როგორ მატყუარა და თაღლით ადამიანებთან გვაქვს საქმე დღეს გახარიების, ივანიშვილების და სხვა სახით“, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

წყარო: პირველი არხი

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია