მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი კობახიძე - ბოდიში არ შველის ისეთ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება - 02 სექტემბერი 2020

მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს.

„როდესაც რვა წლის თავზე, არჩევნების წინ გახსენდება შენ უმძიმესი დანაშაულები, რომლებიც ჩაიდინე და ამისთვის იხდი ბოდიშს, ამას ვერავის ვერ „აჭმევ“ და საზოგადოება არათუ გაგებით არ მოეკიდება ასეთ რამეს, არამედ სათანადო მკაცრ პასუხს გასცემს ამ ბოდიშსაც, რომელიც „მოიხადა“ მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლის წინაშე.

ბოდიში არ შველის ისეთ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და შემდეგ ევროსაბჭოში რეზოლუციის მხარდაჭერით ოკუპაციის გაფორმება.

მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პარტია ერთნიშნა მაჩვენებლით დაამთავრებს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ყალბი ბოდიში, მოვისმინეთ, ის საუბრობდა მძიმე შეცდომებზე. რასაც ის მძიმე შეცდომებს უწოდებს, სამართლებრივ დონეზე ამას ჰქვია დანაშაული და მძიმე დანაშაული, რომლისთვისაც მას პირადად და მისი გუნდის არაერთ წევრს, არაერთი სასამართლო ინსტანციის მიერ საქართველოში აქვს მისჯილი სხვადასხვა საპატიმრო სასჯელი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„შესაბამისად, რაც არ უნდა ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს მიხეილ სააკაშვილი და გვეუბნებოდეს, რომ დაბრუნდება და მალე მთელი ქვეყანა თვითონ იქნება, რა თქმა უნდა, ის ადრე თუ გვიან დაბრუნდება და მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში, ქართული კანონის წინაშე.

თუ კი ის წინასაარჩევნოდ დაბრუნდება, რა თქმა უნდა დაკავების პროცედურები შედგება საქართველო სახელმწიფო საზღვარზე.

რაც შეეხება მის ექსტრადიციას ჩვენ მრავალჯერ, ჯერ კიდევ მთავარი პროკურატურის პირობებში, შემდეგ უკვე ახლა, როცა სრულიად დამოუკიდებელია სამინისტროსგან გენპროკურორი და პროკურატურა, ცდილობდნენ პროკურორები მის დაბრუნებას, თუმცა უკრაინის სახელმწიფომ არაერთხელ უმიზეზოდ უარი უთხრა საქართველოს სააკაშვილის ექსტრადიციაზე.

თუმცა ახლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას აგდებენ, რომ მისი ადგილი უკვე აღარ არის უკრაინაში და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამიტომ ის საუბრობს საქართველოში დაბრუნებაზე, რადგან სხვაგან წასასვლელი აღარ აქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წყარო: პირველი არხი

ასევე იხილეთ: მიხეილ სააკაშვილი - მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში, მე ვბრუნდები!

 


პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია