მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რომან გოცირიძე - პარლამენტმა მიიღო საბჭოთა სულისკვეთების კანონი, მესაზღვრეს შეუძლია მოქალაქე არ გაუშვას საზღვარგარეთ - 03 სექტემბერი 2020

 

პარლამენტმა მიიღო საბჭოთა სულისკვეთების კანონი. ჩვენს მესაზღვრეს შეუძლია რაღაც საბუთების უქონლობის და განსაზღვრული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში არ გაუშვას თავისი მოქალაქე საზღვარგარეთ, - წერს პარლამენტარი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) რომან გოცირიძე ფეისბუქის გვერდზე.

მესმის, რომ მიმღებმა მხარემ წაგიყენოს პირობები, დაგითვალოს ჯიბეში ფული, მოგთხოვოს დაზღვევა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ღამისთევის ადგილი ან მისთანანი, მაგრამ გამშვებმა მხარემაც? ეს შეიძლება გახდეს უამრავი ადამიანის არგაშვების საბაბი.

სისხლის სამართლებლივი დევნა განხორციელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც დასაქმების მიზნით უცხოეთში ვინმეს გაიყვანენ უკანონოდ. რეალურად, ყველა გასული ადამიანი უკანონო გამოვა, რადგან ლეგალური მუშაობის უფლებას წინასწარ ვის აძლევენ.

ამას იმით ამართლებენ, რომ ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ არალეგალურად დარჩენა რისკის ქვეშ აყენებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. სინამდვილეში, სახელმწიფოს ( ჩინოვნიკს) აძლევს უფლებას, თავად განსაზღვროს, ვის დართოს საზღვრის გადაკვეთის ნება და ვის არა.

საბჭოეთია, აბა რა არის?" - წერს რომან გოცირიძე.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია