მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლევან სამუშია - „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო დაშინებები, არ გამოგივათ - 03 სექტემბერი 2020

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარტიის ერთ-ერთ წევრზე, მანანა სულთანიშვილზე ზეწოლა განხორციელდა.

როგორც ბრიფინგზელელოსდიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრმა, მანანა სულთანიშვილმა განაცხადა, რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს წევრის, რიმა ბერაძისა დაქართულ ოცნებასთანდაკავშირებული პირების, მაკა სამნიაშვილისა და ქეთი ღვინიაშვილის მხრიდან მასზე ზეწოლა განხორციელდა.

მისი თქმით, აღნიშნულმა პირებმა მისგან მოითხოვეს, შეწყვიტოსლელოსმხარდაჭერა და იმუშაოს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუწყდება სოციალური დახმარება და შეუჩერდება უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლება.

ლევან სამუშიას განცხადებით, „ლელო საქართველოსთვისმოითხოვს, დაუყონებლივ სამართლებრივ რეაგირებას კონკრეტულ შემთხვევაზე.

აქტიურ ფაზაში შევიდა წინასაარჩევნო კამპანია დაქართულმა ოცნებამუკვე დაიწყო დაშინებები. ჩემს გვერდით არის ქალბატონი მანანა სულთანიშვილი, რომლის მიმართაც განხორციელდა ზეწოლა.

დიდუბე-ჩუღურეთისქართული ოცნებისშტაბში ჩაიყვანეს და შეახვედრეს რიმა ბერაძესა და მაკა სამნიაშვილს, რომლებმაც განუცხადეს, რომ თულელოშიგააგრძელებდა ყოფნას და მხარდაჭერას, მას შეუწყვეტდნენ სოციალურ დახმარებას და თქვენ წარმოიდგინეთ, უფასო სასადილოს.

ბერძე რიმა, რომელიც 1.18 თეთრად გვკვებავს და სრულიად საკმარისიაო იძახის, ამით ემუქრებოდნენ. მინდა, მივმართო ყველას, თუ ვინმეს მიმართ განხორციელდება ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, პირადად მე და პოლიტიკური გაერთიანებალელოიქნება მათ გვერდით. „ლელოიქნება მათი უსაფრთხოების ქოლგა და არავის მივცემთ ჩვენი მოქალაქეების დაშინების შესაძლებლობას.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოვითხოვთ მყისიერად სამართლებრივ რეაგირებას.

ის, რომქართული ოცნებისწარმომადგენლები კანონში ვითომ გამკაცრებას ითხოვენ, აქ არის მანანა სულთანიშვილი, დაშინების რეალური მსხვერპლი. არ დავუშვებთ ადამიანების დაშინებას, არ გამოგივათ, ეს ძალიან მალე დასრულდება“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ადამიანთა მიმართ რაიმე სახის ზეწოლა დასჯადია და ეს სასჯელი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე გუშინ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს იმის რესურსი, რომ საპარლამენტო არჩევნები გამჭირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს

„დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი ცვლილებები და ზომების გამკაცრება არც უნდა იყოს საჭირო, თუ არჩევნების წინ ადამიანების მიმართ რაიმე ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ ამის გარშემო ოპონენტების მიერ შექმნილი აჟიოტაჟი გვავალდებულებს, მათ ბრალდებებს პასუხი გავცეთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ადამიანთა მიმართ რაიმე სახის ზეწოლა არის დასჯადი და ეს სასჯელი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე გუშინ იყო. ხელისუფლება არა მხოლოდ განწყობილია, არამედ სრული რესურსი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნები გამჭირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოვიდა, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია