მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დემურ გიორხელიძე - პრიმიტივიზმი მომაკვდინებელია საჯარო პირისთვის, მას პოლიტიკოსი დროში აცდენამდე მიჰყავს - 04 სექტემბერი 2020

- მაჩოს უპირველესი ნიშანი/დამღა - განათლების დეფიციტია. უფრო ზუსტად - განათლების არქონა! განათლებული კაცი მაჩო არასდროს იქნება, რადგან იგი - სულ სხვა განზომილებაა! (განათლებაში დიპლომებს და ნაკითხობას არ ვგულისხმობ), - წერს ექსპერტი დემურ გიორხელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

განათლება და განათლებულობა - ეს შინაგანი ბუნების გაძლერებაა, დიდი შრომითა და ღრმა რეფლექსიით.

ბელადები ყოველთვის მაჩოები არიან! სხვაგვარად ბელადი ვერ იქნები.

ლუკაშენკო და ლუკაშენკოები იმიტომ მიდიან იქამდე, სანამდეც მივიდნენ...

განათლების დეფიციტი ხელს უშლის მას (მათ) იყვნენ ადეკვატურნი დროისა, ღრმად კრიტიკულნი და აკვირდებოდნენ მიმდინარე პროცესებს;

შეეძლოთ საღად გაანალიზონ მოვლენები და თვალი არ აარიდონ რეალობას - უპირველეს მოცემულობას სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისათვის.

პრიმიტივიზმი მომაკვდინებელია საჯარო პირისთვის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას პოლიტიკოსი დროში აცდენამდე მიჰყავს. შემდეგ ყველაფერი ბუნებრივად ხდება...

გაუნათლებელი თუ არ ხარ, - ხეპრე ვერ იქნები. ხეპრეობა პოლიტიკაში - ეს დასასრულია.

p.s.

წესით, ქართველებმა უნდა იცოდნენ ამის თაობაზე,

მაგრამ... იციან, რო?“ - კითხულობს დემურ გიორხელიძე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია