მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი წარადგინა - 07 სექტემბერი 2020

მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერობის კანდიდატად წარადგინა. ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე გაახმაურა.

მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა სხვა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერმინისტრობაზე, - ამბობს ვაშაძე.

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, სააკაშვილი საღამოს თავად ისაუბრებს, - აღნიშნულია „მთავარი არხის“ ინფორმაციაში.

„მობრძანდეს“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

კითხვაზე, რამდენად რეალურად მიაჩნია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, „მობრძანდეს“.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ბრუნდება, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია