მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვაჟა ბერიძე - თავზე არ დავიმხოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ავრო-ატლანტიკური პერსპექტივა - 07 სექტემბერი 2020

- როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე ვაპირებ სხვადასხვა მწვავე და აქტუალურ თემაზე ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ, - წერს ექსპერტი ვაჟა ბერიძე ფეისბუქის გვერდზე.

პირველ რიგში, მინდა მეგობრულად და მოქალაქეობრივი პოზიციებიდან გამომდინარე მოგიწოდოთ, ყველაფერი გააკეთოთ რათა უაღრესად მძიმე და საპასუხისმგებლო პერიოდი - საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად გავიაროთ და თავიდან ავირიდოთჯოს-ჯოსშეძახილების ფონზე დესტაბილიზაციით და არეულობის მეშვეობით ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა, რაც ვფიქრობ, რეალური საფრთხეა.

აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ როგორც ერთი თქვენგანი შევეგუოთ ყველა მოსალოდნელ ვარიანტს:

- ყველა გამოკითხვის შედეგად, რომელთა მიმართ ჩვენ ნდობა არ გვაქვს, მაგრამ უნდა დავუშვათ რომ ისინი ძირითადად რეალურად ასახავს საზოგადოების განწყობას, ყველა ამ გამოკითხვის პრიზმაში, თუ ავიღებთ საშუალო არითმეტიკულს, ლიდერობს მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“. მხარდაჭერის ამპლიტუდა 35-40%-ის ფარგლებშია.

თუ მის ხელთ არსებულ უპირატესობას გავითვალისწინებთ რესურსების თვალსაზრისით (ადმინისტრაციული და ფინანსური), ის შესაძლოა ამ არჩევნების შედეგად გამარჯვებულადაც მოგვევლინოს და მხარდაჭერა 40-45%-ის ფარგლებში დაიფიქსიროს.

აქედან გამომდინარე, მის მიერ მთავრობის დაკომპლექტების შანსიც არსებობს. ის სხვა სუბიექტთაგან რომელიმესთან გარიგებით მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს.

- მეორე ვარიანტი, მთავარი ოპოზიციური ძალა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავის მოკავშირეებთან ერთად, ახერხებსქართულ ოცნებაზემეტი ხმების მოგროვებას და ჰიპოთეტურ ვარიანტში (50% +1 ) ხმების მოგროვებით, შესაბამისად, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან გარიგების მეშვეობით იღებს მთავრობის დაკომპლექტების უფლებას.

ჩვენ, საზოგადოების რიგითი წევრები და საზოგადოება მთლიანად უნდა შევეგუოთ, რომ ერთი ან მეორე ვარიანტი აბსოლუტურად რეალურია და მთავართაგან ერთ-ერთი მხარისა და მათი მხარდამჭერებისთვის კატასტროფად არ უნდა იქნას აღქმული, შესაბამისი დაპირისპირებებით, ექსცესებით, დარბევებით და ასე შემდეგ. სხვა განვითარება მოვლენების იქნება დიდი საფრთხე ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობისთვის.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, მათ რეალურად საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში რაიმე გადამწყვეტი სიტყვის თქმის საშუალება ამ ეტაპზე არ ექნებათ.

თუმცა, არც ის იქნებოდა ინტერესსმოკლებული ორ მთავარ მხარეს და ოპონენტს თავიანთიჯადოსნური არითმეტიკისკომპონენტები დაეშიფრათ და ეჩვენებინათ (როგორცქართულ ოცნებას“, ისე ასე ვთქვათ,  გაერთიანებულ ოპოზიციას“ ) როგორ და რისი მეშვეობით აპირებენ მანდატების ნახევარზე მეტის შეგროვებას მომავალ პარლამენტში.

1-3%-იანი პარტიების ამბიციები უბრალოდ ღიმილის მომგვრელია.

ასე რომ, ვფიქრობ ჩვენი, ყველას მთავარი ამოცანაა დესტაბილიზაციის თავიდან აცილება და მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის (მათ შორის ისეთის, როცა ახალი პარლამენტი მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს და ხელახალი არჩევნების ჩატარება მალევე გახდება აუცილებელი) ვიყოთ მზად და თავზე არ დავიმხოთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ავრო-ატლანტიკური პერსპექტივა, რაც ჩვენს მტრებს გაახარებს, რომლებიც სამწუხაროდ არცთუ ცოტა გვყავს“, - აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია