მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სააკაშვილის დაბრუნება თუ „ზაზუნას დღე“ - 08 სექტემბერი 2020

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს ნათლად უპასუხა.

მან თქვა, რომ უგუნური ხელისუფლების პირობებში, არჩევნებამდე მისი ჩამოსვლა შეიძლება არასტაბილურობის წყარო გამხდარიყო. მან განაცხადა, თუ როდის ჩამოვაეს იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს იქნებანოემბერში. პირდაპირ განაცხადა, რომ ახლა ჩამოსვლა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების პროცესში სერიოზული მადესტაბილიზებელი პროცესების დაწყებას ნიშნავს“, – აღნიშნა გოცირიძემ.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, როგორც აქამდე იყო.

ის ძალიან აქტიური იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. დღეში, „სკაიპითოთხი-ხუთი ჩართვა ჰქონდა და საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებში მონაწილეობდა. ის არის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი აქტიური ნაწილი“, – განმარტა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხებასამართლიანი არჩევნებისდირექტორის განცხადებას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან მასში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვა კანონით აკრძალულია, გოცირიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის მონაწილეობდა, მათ შორის საარჩევნო პერიოდში.

ამ ხნის განმავლობაში არ გვინახავს სერიოზული არგუმენტი იმის, რომ ეს იყოს კანონდარღვევით ჩარევა საარჩევნო პროცედურებში. დაასაბუთონ, არსებობს რაიმე მექანიზმები? – არავინ ხელს არ უშლის ამის გამოყენებაში. მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს სრული მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი უფლება, რომ დისტანციიდან მიმართოს ქართველ ამომრჩეველს და გააცნოს საკუთარი შეხედულება. მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი პოლიტიკურია და არა სამართლებრივი. ის პოლიტიკური დევნის ობიექტია, მან უსამართლოდ და ძალადობის გზით დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ზაზუნას დღე“ რომ არის ფილმი, სადაც ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, ამ ვითარებაში ყოფნაა, ეს პოპულისტური ლიდერი რომ იძახის, დავბრუნდებიო, მერე არ ბრუნდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე კომენტარისას აღნიშნა.

„ევროპული საქართველოსი“, ჩემი და ჩემი თანაგუნდელების პოზიცია არის ძალიან მკაფიო, ივანიშვილი და მისი გარემოცვა არის დღევანდელი უმძიმესი ჭაობი, რომელიც ამ ქვეყანას დაახრჩობს. ასე გაგრძელება შეუძლებელია. მისი დამარცხება არის ეროვნული ამოცანა.

სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხედვა წარსულში. მათ უნდათ, რომ 2012 წლამდე რა ვითარებაც იყო, იმაში დაგვაბრუნონ. ეს ქვეყანას არაფერში არ სჭირდება, ეს ვერ მოხდება. „ევროპული საქართველოს“ ხედვა არის მომავალი და გარდამტეხი ცვლილებები.

ამიტომ, ეს არის შეჯამება – დღევანდელობა არის უმძიმესი ივანიშვილი, წარსულისკენ ყურება, 2012 წლამდე სააკაშვილი და მისი გარემოცვა. გარდამტეხი ცვლილებები მომავლისთვის ეს არის „ევროპული საქართველო“. ამას რაში სჭირდებოდა 50-ჯერ დაანონსება და ამ საკვების მიცემა ივანიშვილის პროპაგანდისთვის ქილიკისა და საპროტესტო ელექტორატის ნაწილის იმედგაცრუება.

რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ამას დავასრულებთ და როცა ივანიშვილი დამარცხდება, ყველა დევნილს ექნება შესაძლებლობა, საქართველოში დაბრუნების, მისი ჩათვლით. ოღონდ ამაში რა არის ჰეროიკული.

„ზაზუნას დღე“ რომ არის ფილმი, სადაც ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, აი, ამ ვითარებაში ყოფნაა, რომ ეს პოპულისტური ლიდერი იძახის, დავბრუნდებიო, მერე არ ბრუნდება, ესენი დასცინიან. ეს არანორმალური ვითარება, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, რატომ უნდა გახადო კიდევ უფრო საქილიკო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციური საკონსულტაციო ფორმატის გლობალურ ასპექტში მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა პრემიერ მინისტრად არ განიხილება ისევე როგორც არ განიხილება არავის კანდიდატურა,- ამის შესახებლეიბორისტული პარტიისლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი შეჯერება, განხილვა, ანალიზი.

მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეუწყობს ხელს ბიძინას ოცნებას დაპოლუსებაზე - ან ბიძინა ან მიშა, რაც ძალიან ცუდი იქნება პირადად მისთვის და ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ ყველა, რათა არ განხორციელდეს პრინციპი: უჩემოდ თუნდაც ქვეყანა დაქცეულა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამდა ოპოზიციური გაერთიანების ნაწილმა უკვე დაასახელა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, რას გულისხმობთ, როცა აცხადებთ, რომ სააკაშვილის კანდიდატურა არ განიხილება, ნათელაშვილი ასე პასუხობს:

მიხეილ სააკაშვილის გარდა, სხვა პარტიებმაც და პიროვნებებმაც წარადგინეს თავი პრემიერებად. ეს ტენდენცია სავარაუდოდ გაგრძელდება და აღნიშნული არის პოლიტიკოსების და პოლიტიკური გაერთიანებების სუვერენული უფლება. ამ შემთხვევაშინაციონალურ მოძრაობას“, რომელიც  კიდევ რამდენიმე სხვა პარტიას აერთიანებს, სრული უფლება ჰქონდა, დაეჭირა მხარი ვინმესთვის ან არა. აქ ჩვენ ნამდვილად ვერ გამოვდგებით რევიზორებად“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, ნათელაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების წინ გარდაიცვალნენ, პლატონის, სოკრატეს, ჰეგელის, მარქსის, ენგელსის იდეებს თანამედროვე პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები იყენებენ.

მათ რიგებში რამდენად ჩაითვლება მიხეილ სააკაშვილი, არ ვიცი, თუმცა მის პარტიას უფლება აქვს, მისი პოსტულატები გამოიყენოს“, – დასძინა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის შეფასებით, საქართველოს ექს პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება, თავისი დაარსებული პარტიის საარჩევნო პროცესებს უხელმძვანელოს.

არსებობს კანონის ფორმალური გაგება. ყოველდღიურად ივანიშვილის ხელისუფლების საარჩევნო პროცესებს, პიარტექნოლოგიებს და მთელ ამ პრობლემატიკას, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ხელმძღვანელობენ რუსეთის სპეციალური სამსახურები, მათი აგენტურა, ხოლო მოსკოვიდან ოფიციალური პირები  დეპუტატები, ფედერალური საბჭო, სახელმწიფო სათათბირი, მინისტრები აკეთებენ განცხადებებს საარჩევნო პროცესებსა და ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ განლაგებაზე.

თუ საოკუპაციო რეჟიმს პრაქტიკულად უფლება აქვს თავისი მოკავშირეების საარჩევნო პროცესს უხელმძღვანელოს, რატომ არ აქვს საქართველოს ექს პრეზიდენტს, თავისი დაარსებული პარტიის, რომლის ლიდერიც თავად გახლავთ, საარჩევნო პროცესებს უხელმძვანელოს, ისაუბროს და განცხადებები გააკეთოს? ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საარჩევნო პროცესში მიხეილ სააკაშვილის აქტიური გამოჩენა  საკუთარი ამომრჩევლებისა და პარტიის წევრების გამხნევების მცდელობაა, თუმცა ესქართულ ოცნებასაძლიერებს, – ამის შესახებ მოძრაობისხალხისთვისდამფუძნებელმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ერთ პოლუსზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა მეორე პოლუსზე ბიძინა ივანიშვილის ფიგურას  აძლიერებს.

მიხეილ სააკაშვილს ძალიან ბევრი შესაძლებლობა და დაპირება ჰქონდა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო და ეს არასოდეს არ შესრულდა. ვფიქრობ, საარჩევნო პროცესში ეს აქტიური გამოჩენა არის მცდელობა, გაამხნევოს საკუთარი პარტიის წევრები და საკუთარი ამომრჩეველი, მცდელობა, რომ მათ იმედი ჩაუსახოს, მაგრამ ძალიან სამწუხარო ეფექტი აქვს ამას.

სააკაშვილის გამოჩენა აპრიორი აძლიერებსქართული ოცნებისთავდაპირველ ელექტორატს და ბიძინა ივანიშვილის შესაძლებობას, მობილიზება გაუკეთოს თავის უშუალო ამომჩეველს, რომელსაც სხვა შემთხვევაში შეიძლება, არჩევანი მესამე ძალებზე გაეკეთებინა. ერთ პოლუსზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა აძლიერებს მეორე პოლუსზე ბიძინა ივანიშვილის ფიგურას. ეს არის ძალიან სამწუხარო ეფექტი მიხეილ სააკაშილის გამოჩენისა, თუმცა ვფიქრობ, მისი დღისწესრიგი არის საკუთარ ამომრჩევლის შთაგონება, რომელსაც ბოლო რვა წელია ლიდერი არ ჰყოლია. ეს ამომრჩევლისთვის ძალიან რთულია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

სააკაშვილს, რომელიც დღეს ბოდიშს იხდის, როგორც ჩანს, ავიწყდება, როგორ ხდებოდა სწორედ მის დროს, იძულებითი საპროცესო გარიგებებით ხალხის გატყავება, ბინების წართმევა, ციხეებში ქონების  გადაფორმება, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობატრიბუნასლიდერმა დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობისგარდა, არც ერთი პოლიტიკური ძალა სააკაშვილს ქვეყნის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს არ აპატიებს.

ვალებით გაივსო ქვეყანა მის დროს, როგორც საშინაო, ფიზიკური პირების, ისე საგარეო ვალებით! და თუ თავს ისევ დავიბრმავებთ დანაციონალებზედაოცნებაზევისაუბრებთ მხოლოდ, რა თქმა უნდა ამ ქვეყანას პერსპექტივა მართლა  არ ექნება. მოკლედ, ვუსმინე სააკაშვილს და მისი ცნობილი ცრემლი დამაკლდა, გულაჩუყებული რომ ესაუბრება ხოლმე ხალხს. არადა მართლა რომ თვალსა და ხელს შუა იტყუება ყოველთვის.

ახლაც, წამლებზე საუბრობს და ოქრიაშვილი დაიბრუნა პარტიაში;  სამრთლიანობაზე და მერაბიშვილი უდგას გვერდითჩვენ კი, ისეთი ხელისუფლებაც არ გვყავს, რომელიც ადეკვატურ პასუხს გასცემს. პირიქით, მისი ნამოღვაწარის ხარჯზე ცდილობენ ძალაუფლების გახანგრძლივებას, რადგანქართულმა ოცნებამ“, თუ რამე შესაჭმელი იყო გადარჩენილი, ბოლომდე შეჭამა და გამოხრა. ასე რომ, მე არ მგონია არც ერთი პოლიტიკური ძალა, „ნაციონალებისგარდა , რომელიც სააკაშვილს აპატიებს იმ დანაშაულებებს,  რაც ამ ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი.

ამიტომ, სააკაშვილი ვერც არჩევნების მერე ვერ ჩამოვა საქართველოში. ივანიშვილი კი, კვლავაც, როგორც არაერთხელ,  შეეცდება სწორედ სააკაშვილი გამოიყენოს მაშველ რგოლად, რადგან სწორედ სააკაშვილია ივანიშვილის საყრდენი. ჩვენ კი ნამდვილად არ ვართ იმის ღირსი, რომ ამჯერადაც წარსულს და უიმედობას შორის  გავაკეთოთ არჩევანი. დღეს თუ ვინმეა დასამარცხებელი, ეს ჩვენი უღირსი წარსულია, ის მევახშური წარსული, რომელიც დღესაც არსებობს და ბოგინობს!“, – წერს დავით ჭიჭინაძე.

კონსერვატიული პარტიისლიდერის, ზვიად ძიძიგურის თქმით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა საარჩევნო ვითარების ისევ ორპოლუსიან რეჟიმში გადაყვანას.

მისივე თქმით, ორპოლუსიანი არჩევნები აღარ შედგება, ვინაიდან საქართველოში დღეს პრაქტიკულად პროპორციული სისტემა მოქმედებს.

„98 პროცენტი აიღო 2012 წელსქართულმა ოცნებამდანაციონალურმა მოძრაობამ“, ეს იყო ტიპური ორპოლუსიანი არჩევნები. ასეთივე არჩევნები იყო 2016 წელს, მაგრამ რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, რამდენიც უნდა სცადოს მიხეილ სააკაშვილმა, თუ გნებავთქართულმა ოცნებამაცორპოლუსიანი არჩევნები არ გამოვა, ვინაიდან საქართველოში დღეს პრაქტიკულად თითქმის პროპორციული არჩევნებია“, – განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხება დაბრუნებასა და პრემიერობასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას, ძიძიგური ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის ბრუნდება, ჩამოდის, პრემიერ-მინისტრობას აპირებს და ასე შემდეგ, ყველა პარტია, რომელიც აცხადებს, რომ თვითონ პრემიერ-მინისტრი გახდება, ხელისუფლებაში მოვა ან მთავრობას თვითონ დააკომპლექტებს და .. ჯერ მარტივად გადაწყვიტოს, ქართველ ხალხს რა მოსაზრება აქვს, დაელოდოს 31 ოქტომბერს, ამას წყვეტს ქართველი ხალხი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგურის განმარტებით, სამართლებრივად მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს, თუმცა დასჯის მექანიზმიც არ არსებობს.

იურიდიულად და სამართლებრივად არ აქვს უფლება, მაგრამ ამ უფლების არქონას მისთვის ხელი არ შეუშლია, ბოლო 7 წლის განმავლობაში, 2013 წლიდან აქტიურად იყოს ჩართული ქართულ პოლიტიკაში. სულ ერთვება, ისედაც მისჯილი აქვს და ამისთვის სახელმწიფოს რა სამართლებრივი მექანიზმები გააჩნია, რომ აქ იმოქმედოს? არავითარი. ამიტომ არის ისეთი ვითარება, როდესაც არ აქვს უფლება, მაგრამ დასჯის მექანიზმიც არ არსებობს. ეს არის კანონმდებლობის ხარვეზი, რომელიც უნდა გამოსწორდეს. მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობს იმ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, რომლის მოქალაქეობაზეც სასწრაფოდ თქვა უარი როგორც კი უკრაინაში წავიდა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მხოლოდ სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, რომ ქვეყანა უნდა იყოს ყველაზე მდიდარი, ჰქონდეს შემოსავალი და საქართველო იყოს დამოუკიდებელი, საკმარისი არ არის, საჭიროა კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს,- ამის შესახებევროპული საქართველოსწევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი ეპუტატი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

დღეს ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, საიდანაც სასწრაფოდ არის გამოსაყვანი, სასწრაფოდ არის მოსახდენი გარდამტეხი ცვლილებები. ამას სჭირდება კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ, სამწუხაროდ, გუშინ მოვისმინეთ უბრალოდ იმისი ხედვა როგორი არის, მდიდარი საქართველო, რაც ყველას კარგად ესმის და კარგად აქვს წარმოდგენილი და არა კონკრეტული გზები, რა უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენ უღრმესი, უმძიმესი და მართლა უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ. განსხვავება სწორედ ეს არის, რომ ჩვენ, „ევროპულ საქართველოსგვაქვს მომავლის ასეთი ხედვა, ანუ გვაქვს მიმართულება, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მდიდარი, რა უნდა გაკეთდეს, რათა გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს, მწვავე კრიზისი დაიძლიოს დაქართული ოცნებისდამარცხების შემდეგ აუცილებლად ქვეყანა წავიდეს წინ და არ წავიდეს უკან.

მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომ უნდა იყოს ყველაზე მდიდარი, უნდა ჰქონდეს შემოსავალი და საქართველო იყოს დამოუკიდებელი, საკმარისი არ არის.

სწორედ ამიტომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს გადასახადების სწრაფი შემცირება, რათა გარდამტეხი ცვლილებები განხორციელდეს. უნდა მოხდეს ოჯახებისთვის მეტი ფულის დატოვება, 2000 ლარი დარჩება ამ რეფორმების შედეგად და ეს უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს ხალხისთვის საკუთრების გადაცემა და  2 მილიარდიანი ფლანგვის შეჩერება. უნდა მოხდეს კონკრეტული გზებით სასამართლო დამოუკიდებლობის მიღწევა, როგორიც არის ნაფიცი მსაჯულები, უცხოელი მოსამართლეები, არჩევითი შერიფები და ასე შემდეგ. ეს არის, რაზეცევროპული საქართველოსაუბრობს. ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის გზა, რა უნდა გაკეთდეს, რომ დადგეს კარგი შედეგი. და არა უბრალოდ სადღეგრძელოზე, რა გვინდა რომ მოხდეს მომავალში“, – განაცხადა კაპანაძემ.

სააკაშვილს გეგმები აქვს, ორი თვის წინ უკრაინა უნდა აეყვავებინა, ახლა უნდა საქართველო ააყვავოს, – ამის შესახებსოციალ-დემოკრატებისხელმძღვანელმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან მიმართებით ერთია იურიდიული და სამართლებრივი საკითხები, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არჩევნებში სააკაშვილის გამარჯვებას მაინც არ დაუშვებს.

სერიოზულად ამაზე ლაპარაკი ზედმეტად მეჩვენება. რა ორი წლით აპირებს? სააკაშვილს გეგმები აქვს. ორი თვის წინ უკრაინა უნდა აეყვავებინა, ახლა უნდა საქართველო ააყვავოს, ჩამოვალ, აქ სტაბილურობა იქნება, არ მინდა გაყალბება, – ამ დროს გაყალბების წინააღმდეგ შტაბს ქმნიან, ქმნიან გაყალბების დიდოსტატები და  31 ოქტომბერს არ უყურებენ, ესენი უყურებენ პირველ ნოემბერს. გაყალბების წინააღმდეგ შტაბი არის აქციების შტაბი. როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ყველა შემთხვევაში ,,ნაციონალური მოძრაობადა მისი მოკავშირეები დაიწყებენ, მცდელობა ექნებათ, არჩევნების დელეგიტიმაციისთვის, ასე რომ, ეს ყველაფერი არის პროვოკაცია. დავანებოთ თავი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, იურიდიულ საკითხებსა და სამართლებრივ საკითხებს, პოლიტიკურად როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს მოსახლეობა, უდიდესი ნაწილი დაუშვებს, რომ სააკაშვილი გაიმარჯვებს და გახდება პრემიერ-მინისტრი, სისულელეა, რბილად რომ ვთქვა. ამას შეიძლება მარტო მოყვეს დესტაბილიზაცია და ამისკენ გადადგმულია ყველა ეს პროვოკაციული ნაბიჯები“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ვფიქრობ, მექნებანაციონალური მოძრაობისმხარდაჭერა კოალიციური მთავრობის ფორმირების დროს. ისევე როგორც სხვა პროდასავლური ძალების მხარდაჭერა, – ამის შესახებსტრატეგია აღმაშენებლისლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საქართველოს  სჭირდება ახალი თაობის პოლიტიკოსები, ახალი თაობის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას გაუძღვებიან.

ვაშაძის თქმითვე, ოქტომბერში საზოგადოებამ არჩევანიდამსხვრეულ ოცნებებსა და აღმშენებლობასშორის უნდა გააკეთოს.

ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს საკუთარი საარჩევნო სტრატეგია. ჩვენსტრატეგია აღმაშენებლისგუნდი ვართ მომავლის გუნდი. ვფიქრობთ მომავალზე და არ ვართ წარსულში ჩაციკლულები. ვაპირებ, გავხდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იმისათვის, რომ დავამარცხო სიღარიბე, გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა, შევქმნათ სამუშაო ადგილები, დავამარცხოთ კრიმინალი ქვეყანაში და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი. საქართველოს სჭირდება ახალი თაობის პოლიტიკოსები, ახალი თაობის ადამიანები, რომლებიც გაუძღვებიან ქვეყანას. ვფიქრობ, მთავარი არჩევანია გასაკეთებელი დამსხვრეულ ოცნებებსა და აღმშენებლობას შორის.  ვფიქრობ მექნებანაციონალური მოძრაობისმხარდაჭერა კოალიციური მთავრობის ფორმირების დროს. ისევე როგორც სხვა პროდასავლური ძალების მხარდაჭერა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თუკი ქვეყნის პერემიერ-მინისტრი გახდება, სააკაშვილს ქვეყანაში ჩამოსვლისა და აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება.

სააკაშვილს აქვს თუ არა არჩევნებში მონაწილეობის უფლება? ამ სამართლებრივ დეტალებზე თვითონნაციონალურმა მოძრაობამგააკეთოს კომენტარი. ნამდვილად არ ვაპირებ ამაში შესვლას, ბევრი ექსპერტია, ბევრი იურისტია და მათ იმსჯელონ.  როცა გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დავამთავრებთ ანგარიშსწორებას და რევანშს ამ ქვეყანაში, სააკაშვილსაც ექნება შესაძლებლობა ჩამოვიდეს ქვეყანაში, მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, ყველამ შეიტანოს თავისი წვლილი. აი, ეს არის ჩემი როგორც გამაერთიანებელი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მთავარი ფუნქცია. არ ვაპირებთ რევანშს არც დამსხვრეული ოცნებების პარტიის წარმომადგენლებზე. ერთადერთი უცხოელი მოსამართლეების შემადგენლობით როცა გვექნება სასამართლო, მოპარული ფული უნდა დააბრუნონ უკან ბიუჯეტში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ნაციონალური მოძრაობისადაძალა ერთობაშიასპრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დასახელდა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პრემიერობის საკითხზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა. მას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.

სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომმისთვის მდიდარი საქართველო არის ის, სადაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში, არ ახორციელებს ძალადობას, დაცულია ყველას უფლებები, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, ოპოზიციური აქტივობა არ აღიქმება რაღაც წარმოუდგენელ საფრთხედ და მის წინააღმდეგ არ იღებენ უკანონო ზომებს, არამედ ყველას აქვს საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი“. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ხედვა არის სხვანაირი საქართველო, ისეთი, სადაც თითოეულ ქართველი იქნება მდიდარი.

მომზადებულია „პირველი არხის“ მიხედვით.

ასევე იხილეთ: მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

მე ვბრუნდები

 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია