მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით მესხიშვილი - რა შეცვალეთ დუშეთის ტრაგედიის მერე, რომელი სახელმწიფო სტრუქტურა იღებს პასუხისმგებლობას? - 08 სექტემბერი 2020

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, ავარიების სტატისტიკასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრს რამდენიმე კითხვით მიმართავს:

- გომის მთა-შუახევის გზიდან ავტომობილი რომ გადავარდა და 3 ჯანღონით სავსე ადამიანი დაიღუპა ახლახან, ხომ გახსოვთ? დუშეთში 17 ადამიანი რომ დაიღუპა ესეც გახსოვთ ხომ?

რამდენიმე კითხვა:

1. აი, დუშეთის ტრაგედიაზე რომ დამწკრივდით მთელი პოლიტიკური სპექტრი და მწუხარებას გამოთქვამდით, შუახევში სამ დაღუპულზე ხმას რატომ არ იღებთ არცერთი? სად გაქრით საერთოდ?

2. სამი ადამიანის დაღუპვა არ არის ტრაგედია? თუ 17 დაღუპული მეტია სამზე და მაგიტომ პოლიტიკურად სჯობს მეტზე მწუხარების გამოხატვა და ნაკლებს რამენაირად გადავიტანთ და გავატარებთ?

3. გლოვის დღის გამოცხადება რამდენი ადამიანის გარდაცვალებაზეა მიზანშეწონილი? 3 არ არის საკმარისი?

4. რა შეცვალეთ დუშეთის ტრაგედიის მერე? რომელი სახელმწიფო სტრუქტურა იღებს პასუხისმგებლობას?

5. ბოლო 20 დღის განმავლობაში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში 30-ზე მეტი ადამიანი რომ მოკლეს (მათ შორის ბავშვები), სად ხართ პოლიტიკური პარტიები?! მარტო სიტყვებით -„შემაძრწუნებელი“, „უდიდესი მწუხარება“, „ტრაგედია“ - შემცირდება სიკვდილიანობა?

6. პარტიები გეწოდებათ და არცერთისგან არ მომისმენია ხედვა, როგორ უნდა აიცილოს საქართველომ სისხლისღვრა გზებზე!

500 მოკლული და 10 000 დასახიჩრებული ყოველწლიურად რომ არ ხვდება პოლიტიკური პარტიების პრიორიტეტებში, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ.

...

საერთოდ რა საგზაო უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, მთლიანად მოშლილია სისტემა. ჩვენი გადამოწმებითაც (ბორჯომი, ქობულეთი, ყვარელი, ახალციხე, ახალქალაქი, ხულო, შუახევი, ოზურგეთი და სხვა მუნიციპალიტეტებიც) ინსპექტირების ვადის ამოწურვაზე კამერები არ რეაგირებს, - წერს დავით მესხიშვილი „ფეისბუქის გვერდზე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია