მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ხუხაშვილი - „მთავარი არხი“ ასრულებს უაღრესად მნიშვნელოვან ფუნქციას, დააბალანსოს სახელისუფლებო პროპაგანდა - 09 სექტემბერი 2020

ექსპერტი გია ხუხაშვილი „მთავარ არხს“ დაბადების დღეს ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

- მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა მთავარი არხი, ფაქტია, რომ მან ფორს-მაჟორის პირობებში მოახერხა უპრეცენდენტოდ მოკლე დროში საინფორმაციო ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის დაპყრობა.

მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ასრულებს უაღრესად მნიშვნელოვან ფუნქციას - დააბალანსოს სახელისუფლებო პროპაგანდა, ხშირ შემთხვევაში აღვირახსნილი.

საერთოდ, კრიტიკული ტელევიზია არ შეიძლება განვიხილოთ საზოგადოებრივ საფრთხედ.

ტელევიზია საფრთხეს წარმოადგენს მაშინ, როდესაც ხელისუფალზე მუშაობს, რადგან ხელისუფლებას აქვს მონოპოლია ძალადობაზე და ისიც ამ ძალადობის თანამონაწილე და გამაძლიერებელი ხდება.

შესაბამისად, ვულოცავ მთავარ არხს ერთი წლის თავს და ვუსურვებ წარმატებებს! - წერს გია ხუხაშვილი.

"მთავარი არხი" - ტელევიზია,  რომელიც  უმოკლეს პერიოდში შეიქმნა, რომელმაც დაუჯერებლად მცირე დროში ყველა რეკორდი მოხსნა და სადაც ფრაზა - "მთავარი ხართ თქვენ" - უკვე 1 წელია  ყველაზე ხშირად გესმით.

მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ 19 დღეში გახსნილიყო დამოუკიდებელი ტელევიზია, რომელიც, სულ რაღაც 1 წელში,  მოწინავედ დგას რეიტინგების სათავეში.

მწირი ფინანსებით, თუმცა დიდი ენთუზიაზმითა და რეალისტური ამბიციებით, მოძველებული ტექნიკით, რომელსაც პირდაპირ ეთერშიც არაერთი უხერხულობა შეუქმნია,  მაგრამ პროფესიონალებისა და ერთგული ადამიანების გუნდით, პირველივე დღიდან ყველაზე მთავარისთვის - მაყურებლისთვის მუშაობს, სწორედ ამიტომ ხართ მთავარი თქვენ!“, - ვკითხულობთ „მთავარი არხის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია