მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რომან გოცირიძე - მასკულინურ ნორმებს პირბადეც თუ დაემატებოდა, ამას ვინ იფიქრებდა - 14 სექტემბერი 2020

- საბჭოთა საქართველოში ბლატნოი ტიპებს ეგრეხებოდათ ქოლგის ტარება. ეს მოვლენა ქურდული ტრადიციების გამოძახილი იყო, ჩვეულებრივ ქართველ მამაკაცებსაც უქმნიდა უხერხულობას და უმეტესობა ემორჩილებოდა ამ  უგუნურ წესს. ეს  დღემდე გრძელდება.

ჩვენს ამჟამინდელ სინამდვილეში გაჩნდა ისეთი ტიპი მამაკაცებისა, რომლებსაც უტყდებათ პირბადის ტარება (არა მხოლოდ საქართველოში). მის გაკეთებას ურჩევნიათ, რომ სულელად გამოჩნდნენ - ამბობენ, კორონავირუსი არ არსებობსო.

ამერიკელი ფსიქოლოგები ამას იმით ხსნიან, რომ ასეთ მამაკაცებს ეშინიათ არ გამოჩნდნენ სუსტებად.

ასეთები პარლამენტშიც გვყვანან.

ამით, ცნობიერად თუ არაცნობიერად, საკუთარ მამაკაცურობას უსვამენ ხაზს.

მასკულინური ნორმები ბევრ სხვა რამეშიც ვლინდება მზიურ საქართველოში, მაგრამ პირბადეც თუ დაემატებოდა, ამას ვინ იფიქრებდა? - წერს პარლამენტის დეპუტატი (ენმ) რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია