მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მარინა ეზუგბაია - მობილიზებულია საწოლების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე საჭიროა - 15 სექტემბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, თუ რამდენად არის მზად ჯანდაცვის სისტემა, შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას გაუმკლავდეს.

ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე მობილიზებულია საწოლების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე საჭიროა.

როცა ორნიშნა ციფრები გვქონდა, 460-500 საწოლამდე იყო საუბარი, დღეს გახდა სამნიშნა ციფრები და საწოლების რაოდენობა გასამმაგდა. თუ საჭირო იქნება, ავა 3000-მდე.

პარალელურად შეიქმნა სასტუმრო-ჰოსპიტლები, სადაც მოხდება მსუბუქების და ასიმპტომურების გადაყვანა. მსოფლიოში გამოცდილება ასეთია, რომ მსუბუქი და ასიმპტომური პაციენტების მკურნალობა მიდის ბინაზე.

ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ამ ეტაპზე გვაქვს საშუალება, რომ როგორმე დაავადების პრევენცია მოვახდინოთ, ანუ დაავადების გავრცელება არსებულ სიტუაციაში იყოს მინიმიზირებული, რადგან პაციენტების გადაყვანა ნებისმიერ სივრცეში, საკარანტინო იქნება, ჰოსპიტალი, თუ ჰოსპიტლის შემდეგ სასტუმრო ჰოსპიტალი, არის საფუძველი, რომ შემდეგში დაავადების გავრცელება დავბლოკოთ.

ვიდრე შეგვეძლება, რომ სტაციონარში და სასტუმრო სტაციონარში გავაგრძელოთ პაციენტების მოვლა, გაგრძელდება. არამგონია, ქვეყანაში იყოს ისეთი რაოდენობა, რომ ვერ მოვახერხოთ სიტუაციის დასტაბილურება, თუნდაც აჭარის სწრაფი ლოკალიზება.

დანარჩენები, ხედავთ, ლოკალიზებულია, იმერეთი, გურია, სამეგრელო. მონაცემების განსაკუთრებული ზრდა  არ შეინიშნება. ძირითადად საყურადღებო არის აჭარა, რადგან დიდი მობილობა იყო. აჭარის შემთხვევები მყარია, მუდმივობას ინარჩუნებს და ალბათ მომავალში არა გაზრდისკენ, შემცირებისკენ წავა.

ამ ეტაპზე მობილიზებულია საწოლების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე გვჭირდება. არსებობს საწოლების ის რაოდენობა, რაც ამ პაციენტების მართვას უმტკივნეულოდ განახორციელებს. არსებობს სტაციონარები, რომლის გადაკეთება კოვიდ-ცენტრებად არ არის რთული, ეს შეიძლება მოხდეს სულ 2-3 დღეში, თუ ამის საჭიროება დადგება “, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას განმარტებით, სარემონტო სამუშაოების გამო, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი კორპუსი მუშაობს და მაქსიმალურად დატვირთულები არიან.

ერთ კვირაში 12 ბოქსი დაგვემატება თავისი საწოლებით. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ერთი კორპუსით, სადაც არის 15 ბოქსი, სულ მცირე 30 საწოლზეა ლაპარაკი და კიდევ რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილება. 35 პაციენტამდე მოვლის საშუალება გვაქვს და გვიწევს 33 პაციენტი, ანუ მაქსიმალურად დატვირთულები ვართ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

გარდა ამისა, ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ კოვიდინფიცირებულების მკურნალობის პროტოკოლი არ შეცვლილა.

პროტოკოლში დიფერენცირებულია მსუბუქი, საშუალო, მძიმე და კრიტიკული პაციენტების მოვლა. ასიმპტომურ პაციენტს არ სჭირდება არანაირი მკურნალობა“, – დასძინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2 562 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კოვიდ-19“-ის გავრცელებამ მსოფლიო განვითარება ორი ათეული წლით უკან დახია, – ამის შესახებ ბილ და მელანია გეითსების ფონდის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მოხსენების თანახმად, ათეულობით მილიონი ადამიანი უდიდესი უთანასწორობის, დაავადების და სიღარიბის წინაშეა, რადგან კორონავირუსულმა ინფექციამ გაერო- მდგრადი განვითარების ბევრ მიზანზე უარყოფითად იმოქმედა.

ბიბისისთანინტერვიუში, ბილ გეითსმა თქვა, რომკოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა მზად, სავარაუდოდ 2021 წლის დასაწყისში იქნება.

ბილ გეითსმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ვაქცინა ღარიბი ქვეყნებისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია