მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ოთარ კახიძე - ორი მილიონი ლარი ერთ ხელშეკრულებაში მოიპარეს, რა დონის კორუფციაა ქუთაისის მერიაში - 15 სექტემბერი 2020

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს და ქვეყნის გენერალურ პროკურატურას უმოქმედობაში სდებს ბრალს. ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განუკითხაობა უწოდა მერიაში არსებულ ვითარებას.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წელს გამოავლინა მასშტაბური კორუფციის ფაქტები ქუთაისის მერიაში.

ქუთაისის მერიამ ე.წ. სოციალური საცხოვრისის 2 მილიონ-ნახევრიანი ტენდერის პირობები მოარგო კონკრეტული იურიდიული პირის, შპს “სანოს” ინტერესებს.

მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი ფართის შესყიდვას კონკურსის პირობები და მოთხოვნები არ ითვალისწინებდა, მერიამ შპს „სანოს“ დამატებით გადაუხადა 1 მილიონ 800.000 ლარი.

მერიამ სოციალური საცხოვრისი შეისყიდა არასაბაზრო ფასად. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 540 ლარს, მაშინ როდესაც მერიამ გადაიხადა 1000 ლარი. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით დათვლილ ღირებულებასა და მერიის მიერ ჩაბარებულ სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 2 მილიონ ლარს.

დასკვნაში ნათქვამია, რომ მოიპარეს ორი მილიონი ლარი ერთ ხელშეკრულებაში.

გარდა იმისა, რომ კორუფციული სქემა დააორგანიზეს და ქუთაისის ბიუჯეტიდან მილიონები მოიპარეს, მერიამ სოციალური საცხოვრისი მოაწყო უხარისხოდ. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს. მოსახლეობისთვის არ არის შექმნილი შესაბამისი პირობები.

პარლამენტში ანგარიშის განხილვისას, აუდიტის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ დასკვნა პროკურატურაში იყო გაგზავნილი და რეაგირება მათ უნდა მოეხდინათ.

მივმართავ გენერალურ და საოლქო პროკურატურას - უკვე წელიწადზე მეტი გავიდა - რატომ არ არის გამოვლენილი ქუთაისის მერიის არცერთი თანამდებობის პირი, ვინც მიითვისა ბიუჯეტის მილიონები?

ვის და რატომ აფარებენ ხელს?

ივანიშვილმა შექმნა მძიმე რეალობა, სადაც ეკონომიკური კრიზისის პერიოდშიც კი კორუფციაში გარეული მაღალჩინოსნები დაუსჯელად იპარავენ ხალხის ფულს, საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, რათა კორუფციის ნიშნული მინიმუმამდე შემცირდეს და ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

კახიძე პროკურატურას მიმართავს, რატომ არ არის დასჯილი არც ერთი პირი და რატომ არ დაუბრუნდა თანხა ქუთაისის ბიუჯეტს.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია