მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - ხალხს ქორწილებში უვარდებიან და უჯიშო მაინც გირჩია - 16 სექტემბერი 2020

ხალხს ქორწილებში უვარდებიან, შლიან, აჯარიმებენ, და უჯიშო რომ მაინც გირჩია“, - წერს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქის გვერდზე.

აღნიშნულ პოსტს მოყვა კომენტარები:

„იმიტომ, რომ ცნობილი სატნები ვართ!“

„მგონი დროა ხაჩიძესავით შეიგინო“;

„რას უვარდებიან თუ კაცი ხარ, მთელი ზაფხული რაც ქორწილები ჩატარდა, ვითომ რომ აკრძალული იყო მაშინ“;

„მე გადაწყვეტილება მივიღე ხმა გირჩს მივცე“.

„მახათი ამათ არა აქვთ და აბა რაღაცა ხომ უნდა აკეთონ?“

 „ალბათ აკრძალული შრომა-საქმიანობის მუხლით შეაფასეს ქორწილი, იქნება ასეთიც“;

„ერთი ქორწილების ინსპექტორი არ გვაწყენდა... ან რიტუალების ექსპერტი“;

ადამიანები ცდილობენ, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება, მაგალითად, ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე მიმდინარეობდა ქორწილი, – ამის შესახებ ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველდღიურად მცირდება იმ ობიექტების სია, რომლებიც რეგულაციების დარღვევის გამო ჯარიმდებიან.

„რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, სოციალური ღონისძიებების აქტიური მონიტორინგი განხორციელდა, როგორც აჭარის რეგიონში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. მისასალმებელია, რომ ტენდენცია ზოგადად არის ნაკლები და ჩვენ ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ნაკლები ობიექტის დაჯარიმება გვიწევს ამ მიმართულებით.

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ აჭარის რეგიონში მოგვიხდა ექვსი სარიტუალო დარბაზის დაჯარიმება იმისთვის, რომ მათ კვლავ განახორციელეს სოციალური ღონისძიება. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმებულია ამ მიმართულებით 20 ბიზნეს სუბიექტი, სარიტუალო დარბაზი იმისთვის, რომ მათ შეზღუდვების მიუხედავად, კვლავ განახორციელეს აკრძალული ღონისძიება.

აქ გარკვეულწილად მოდიფიცირებას განიცდის და ხშირ შემთხვევაში მაინც ცდილობს სხვადასხვა ადამიანი, რომ რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელოს სოციალური ღონისძიება, მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე ხორციელდებოდა ქორწილი, ან სხვადასხვა მოდიფიცირებული ვერსიები შეგვხვდა ამ პროცესში, რომელიც ბუნებრივია თვისებრივად შეფასებული იყო უწყებების მიერ და შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ.

აქ ბუნებრივია ჩვენ თვისობრივად ვაფასებთ იმიტომ, რომ აქ ქორწილი არ არის ამოსავალი წერტილი, ზოგადად სოციალურ ღონისძიებებს ახასიათებს მომატებული რისკი, რომელიც თქვენ ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ვირუსის გავრცელების წყარო გახდა მასშტაბურად“, – განუცხადა „პირველ არხს“ ფერაძემ.  

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია