მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
IRI-ს კვლევა - „ქართული ოცნება“ - 36%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 15% - 17 სექტემბერი 2020

საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აქვეყნებს.

კითხვაზე - საპარლამენტო არჩევნები რომ ამ კვირა დღეს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

IRI- ასევე დასვა შეკითხვა - იმ შემთხვევაში, თუ თქვენთის სასურველი პარტია საარჩევნო ბიულეტენში არ იქნებოდა, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულთა პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად განადაწილდა:

"ქართული ოცნება" - 36 %;

"ნაციონალური მოძრაობა" - 15 %;

"ევროპული საქართველო" - 4 %

"სტრატეგია აღმაშენებელი" - 4 %

"პატრიოტთა ალიანსი" - 3 %

"ლეიბორისტული პატრია" 3 %

"ლელო საქართველოსთვის" -2 %

"გირჩი"- 2 %

"ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო" - 1 %

კითხვაზე პასუხი არ იცის 23 %-მა.

საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხელისუფლების შემცვლელ ეფექტიან ალტერნატივად გამოკითხულთა 16% "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს.

ფიქრობთ თუ არა, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ეფექტიანი ალტერნატივაა ამ არჩევნებზე?

IRI-ის კვლევის მონაწილეთა 56% ამბობს რომ პარტია არ არსებობს.

სასიკეთო ალტერნატივად გამოკითხულთა 16% "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს, 9-9% "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებელს", 5-5-% "სამოქალაქო მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს", 4% -ის აზრით, ასეთი "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსია", 3-3% კი ხელისუფლების ალტერნატივად "გირჩსა და პატრიოტთა ალიანს", 2 % კი "ლეიბორისტულ პარტიას" მიიჩნევს.

საერთშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ხმის მიცემის უფლების 1500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს ფორმით 4-დან 21 აგვისტომდე პერიოდში გამოკითხა. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცახადებით, საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები არ ასახავს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობას.

"რაც შეეხება ამ კონკრეტულ კვლევას, ჩატარებულია ალოკაციის გარეშე და შედეგები არ ასახავს სრულფასოვან სურათს, შესაბამისად ეს არ ნიშნავს, ეს პროცენტი გამოხატავს რეალურად ჩვენ მხარდამჭერთა რაოდენობას,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველ გუნდს ამომრჩეველთა 56% უჭერს მხარს.

"საზოგადოებრივი აზრით ვინტერესდებით არა მხოლოდ ჩვენ ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები, არამედ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები. არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა, სადაც ჩანს რომ "ქართულ ოცნებას" აქვს 56% და კიდევ უფრო მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან და ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიის შუაში.

ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და ვენდობით ჩვენ მოქალაქეებს და კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოველით რომ ეს მხარდაჭერა გაიზრდება. უკვე არსებული მხარდაჭერა, არის საკმარისი იმისთვის, რომ მიიღოს უმრავლესობა და ჩამოაყალიბოს მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წყარო: „რუსთავი 2“

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია