მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი ვაშაძე - გახარიასეული ფულის კეთების სქემა, ჯიგრულ პონტში - 17 სექტემბერი 2020

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მთავრობის მხრიდან „ფულის კეთების“ სკანდალურ ფაქტებსა და კორუფციულ სქემებზე საუბრობს. ამასთან, იმ ბიზნესკომპანიებს ასახელებს, რომელთაც დამსხვრეული ოცნებების პარტია რეალურად ეხმარება.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა ისარგებლეს პანდემიის დროს და სხვა ბიზნესისგან განსხვავებით დახმარება მიიღეს. ჩამონათვალს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი ასაჯაროებს:

ჩვენ წარმოგიდგენთ მართლაც სკანდალურ და შემზარავ თემას, რომელსაც პირობითადგახარიასეული ფულის კეთების სქემა, ჯიგრულ პონტშიდავარქვით. ეს არის მისი ტერმინები და სწორედ ამ ტერმინებით ვესაუბრებით მას.

როცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე ტურიზმი არის კატასტროფულ მდგომარეობაში, ვინ დააფინანსა გახარიამ და მისმა გუნდმა? რეალურად ვის ეხმარება საქართველოს ხელისუფლება?“ – კითხულობს გიორგი ვაშაძე და საზოგადოებას კორუფციულ სქემა წარუდგ, რომელიც მოქმედმა მთავრობამ დააანონსა, თითქოს ისინი სულ მალე დაიწყებდნენ სესხის პროცენტის სუბსიდირებას სასტუმროს მეპატრონეებისთვის.

მისივე თქმით, ხელისუფლების იღბლიანთა 500 კომპანიის სიაში ზაქარია ქუცნაშვილიც მოხვდა და არა იმ 3000 კომპანიაში, ვისაც დაფინანსებაზე უარი უთხრეს.

ასევეა ზურაბ ხაჩიძე, საქართველოს ბანკის-ის შვილობილი კომპანია გუდაური ლოჯი. საქართველოს ბანკს მისივე გაცემული სესხის პროცენტი ბატონმა გახარიამ დაუსუბსიდირა.

რეალურად, 4 247 განაცხადი შევიდა სუბსიდირების მოთხოვნით და აბსოლუტურ უმრავლესობას, 3 000-ზე მეტს, ბიუროკრატიული მიზეზების გამო უარი უთხრეს.

მაშინ ვინ დააფინანსა გახარიამ და მისმა გუნდმა თავიანთი გადაწყვეტილებებით?

ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, ბატონი ზურაბ ხაჩიძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეა, სწორედ მათი ბიზნესი მოხვდა იმ 500 კომპანიას შორის და არა იმ 3 000 კომპანიაში, ვისაც უარი უთხრეს.

ასევე საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანიაგუდაური ლოჯი“.

ანუ, გამოდის რომ, საქართველოს ბანკს მისივე გაცემული სესხის პროცენტი სუბსიდირება მისცა ბატონმა გახარიამ. სია საკამოდ დიდია, მათ შორისაა, „ალტიტუდი“, “სევსამორა“, „ყვარელი ედემი“, რომელიც უკვე ყველა სქემაშია გახვეული, „მეგაპალასი“, „მეჯუდა“, „თეთრი ხიდი“.

ეს არის კომპანიები, რომლებმაც ამის შემდგომქართულ ოცნებასშესწირეს უზარმაზარი ფული. ფული, რომელიც უნდა წასულიყო იმ პროცენტის დასაფარად, რომელსაც ვერ იხდიან სასტუმროები და ამ კომპანიებს გადაერიცხათ.

მათ კი, მაგალითისთვისყვარელი ედემმა“ 235 000 ლარი, სევსამორამ – 317 000 ლარი შესწირა უკვე შესწირაქართულ ოცნებას. ანუ გამოდის, რომ ბიუჯეტის ფული მიდის მათთან, ნაწილს იტოვებენ ისინი და შემდგომ ამ ფულს აბრუნებენქართული ოცნებისსაარჩევნო ფონდში.

მოლოდინი ნათელიარომ ქართულმა ოცნებამ არჩევნებზე ხმები მოისყიდოს. ეს არის მხოლოდ ნაწილი. ჩვენ პერიოდულად გამოვაქვეყნებთ ფაქტებს, ანტიკორუფციული კვლევა გრძელდება. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს იმაზე, თუ როგორი კორუმპირებული ადამიანი ჰყავს დღეს საქართველოს ხელისუფლებას,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას სტრატეგია აღმაშენებლის პრესსამსახური ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია