მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვანო მაჭავარიანი - როგორც მმართველი გუნდის, ისე ძირითადი ოპონენტების შანსები არის თანაბარი - 18 სექტემბერი 2020

 

ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს ექსპერტი ვანო მაჭავარიანი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება.

ეს კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობების გადმოსაცემად და ბევრი პარტია, მათ შორის მმართველი პარტია და ოპოზიცია ძალიან კარგად იცნობს მის შედეგებს. მათი შიდა კვლევები იქნება ეს  თუ სხვა კვლევები ზუსტად ამ შედეგებს, ამ ციფრებს მიუთითებს.

ქართულმა ოცნებამკარგად იცის, რომ მას არ აქვს 40 %-ზე მეტი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ უნდათ 60% ქონდეთ.

თუ ოპოზიცია სწორად დაალაგებს თავის წინასაარჩევნო ხედვებს და სტრატეგიას, შანსები როგორც მმართველი გუნდის, ისე მისი ძირითადი ოპონენტების არის თანაბარი.

მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დიდი პროცენტი მოსახლეობის აპირებს არჩევნებზე წასვლას და ეს მზაობა მიუთითებს იმას, რომქართული ოცნებისთვისრთული იქნებაგამოაცხოსციფრები ამ არჩევნებზე.

ძალიან აქტიურად ნეგატიურ საარჩევნო კამპანიას დავინახავთქართული ოცნებისმხრიდან მათი ოპონენტების წინააღმდეგ.

ქართულმა ოცნებამდა ბიძინა ივანიშვილმა კარგად იციან, რომ ქვეყანაში მათი მხარდაჭერა კლებულობს იმ შეუსრულებელი დაპირებების, იმ ერთპარტიული მმართველობის გამო, რომელიც არავითარ შედეგს არ აძლევს საქართველოს მოსახლეობას, მათ ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას, რომელიც დღითიდღე უარესდება, დაპირებები დაპირებებად რჩება.

რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ძალიან სერიოზული სამუშაო ექნებაქართულ ოცნებას“, რომ ეს 40%-იც არ დაკარგოს, იმიტომ რომ წინასაარჩევნო პერიოდი ახლა იწყება.

ახლა გამოჩნდება რეალურად, რა მდგომარეობაშია საქართველოს ეკონომიკა, ფინანსები, მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა და რამდენად რეალისტურია პოლიტიკური პარტიების დაპირებები, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და არ დარჩეს ერთ ადგილზე, უძრაობაში, როგორც ჩვენ დღეს გვაქვს“, - წერს ვანო მაჭავარიანი.

ასევე იხილეთ: IRI-ს კვლევა - „ქართული ოცნება“ - 36%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 15% 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია