მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„სიმბოლო თუ როგორ უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის და გამარჯვებისთვის“ - 21 სექტემბერი 2020

 

ევროპის ლიგაზე მოსკოვის „დინამოსთან“ მეორე გოლი მამია გავაშელიშვილმა გაიტანა – თავდამხმელმა, რომლის ფეხბურთში დაბრუნება სასწაულიც იყო და დიდი ნებისყოფის მაგალითიც, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

ლოკომოტივისტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა მასზე სოციალურ ქსელში დაწერა.

„2019 წლის იანვარი, საგურამოს ბაზაოფისში მივედი. ვიცი, რომ გავაშას რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ აქამდეც ქონია რაღაც მიკრო ტრავმები და ვფიქრობ რომ ისეთი არაფერიაველოდები გიორგი ჩანგელიას (ჩვენი გუნდის მთავარ ექიმს) რომ მოვიდეს და გვითხრას რა ხდება.

კარი იღება, შემოდის ჩანგელა:

ყიფო, არ მაქვს კარგი ამბავიგავაშას ძალიან ცუდი ანალიზი აქვს. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ.

რა ჭირს ჩანგელ? (ვეკითხები გაფითრებული…)

ავთვისებიანი სიმსივნე, – ახლა მივიღეთ პასუხი კლინიკიდან

ყურებში რაღაც წუილი ჩამერთო და დიდი ხანი არ გავიდა. მეც და მთელი სტაფი ჩუმად ვიდექით.

დაინიშნა უმძიმესი და გრძელვადიანი მკურნალობაერთი ქვეყნიდან მეორეში სიარული და მოკლედ ათასი წვალებააი ისეთი, რომ ვერ უძლებენ!

ამ ფოტოზე, 2020 წლის 17 სექტემბერიაგავაშა მოსკოვის დინამოს კარში, თავის მეორე გატანილ გოლს ზეიმობს და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. მარტივად და მოკლედ რომ ვთქვა, ეს შემთხვევა ჩემთვის არის სიმბოლო თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა სიცოცხლითვის და გამარჯვებისთვისდიდი მადლობა პირველ რიგში ჩემს გუნდს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩვენთან ერთად გაეხარდა ეს ყველაფერი”, – წერს გიორგი ყიფიანი.

გიორგი გავაშელიშვილი ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ მოედანს 2019 წლის ნოემბერში დაუბრუნდა, თამაში კი 2020 წლის დასაწყისში დაიწყო და პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა.

წყარო: პირველი არხი

იხილეთ ვიდეო: ლოკომოტივი 2-1 დინამო მოსკოვი სრული მიმოხილვა

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია