მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ხელისუფლების რვაწლიანმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა ჭაობამდე მიიყვანა - 21 სექტემბერი 2020

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს.

როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ხელისუფლების რვაწლიანმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა ჭაობამდე, ხოლო კორონაკრიზისის არაეფექტიანმა მართვამ კიდევ უფრო დაამძიმა ეს მდგომარეობა.

ქართული ოცნების“ 8-წლიანმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ დაასუსტა ლარი და ეკონომიკა და ეს მდგომარეობა ჩვენ გვქონდა კორონაკრიზისის დაწყებამდეც, ხოლო ამ კრიზისმა კიდევ უფრო გააღრმავა ეს მდგომარეობა.

ამრიგად, გარდამტეხი ცვლილებების გარეშე ამ მდგომარეობის გამოსწორება, ლარის გამყარება, რომ ეს შემდეგში ფასებზე არ გადავიდეს და ჩვენ მოქალაქეებს არ დაარტყას ჯიბეზე, შეუძლებელი იქნება.

გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილება უნდა მოხდეს 31 ოქტომბერს და ამის შემდეგ უკვე კოალიციურმა მთავრობამ უნდა დაიწყოს გარდამტეხი ეკონომიკური ცვლილებები, რათა ეკონომიკა გაიზარდოს, ლარი და ფასები დასტაბილურდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. ეს არის გამოსავალი.

ქართულმა ოცნებამ“, თვითონ, კორონაკრიზისის პირობებში, იმაზე მეტი ზიანი მიაყენა ეკონომიკას, ვიდრე ეს სჭირდებოდა ჩვენი ჯანდაცვის ამოცანებს, შესაბამისად, კორონაკრიზისამდე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა“, – განცხადა „პირველ არხს“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ქვეყანაში არსებულ სიტუაციას აფასებს პარლამენტარი (ენმ) რომან გოცირიძე:

ლიეტუვა პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც 14 დღიანი თვითიზოლაცია დაუწესა ჩვენი ქვეყნიდან შესულ ადამიანებს.

ხელისუფლებას კორონავირუსის მართვის სადავეები ხელიდან გაექცა. სამწუხაროდ, იმ სცენარით ვითარდება პროცესები, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. თუ ასე გაგრძელდა, ჩენი ქვეყნიდან ევროპაში შესულ პირებს  მოუწევთ არა მხოლოდ 14 დღიანი კარანტინის გავლა, არამედ ევროპაც ჩაიკეტება ჩვენთვის.

ბევრს სჯერა იმ ლეგენდებისა, რომ საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა  დაბალია რაღაც სპეციფიკური ფაქტორების გამო, რომელიც დღემდე უცნობია. სინამდვილეში ნაკლებ ინფიცირებულებზე ნაკლები გარდაცვალებაა. გაიზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, გაიზრდება სიკვდილიანობაც. 

საქართველოში 10 წლით ნაკლებია სიცოცხლის ხანგრძლივობა ევროპის მრავალ ქვეყანასთან შედარებით, ბევრად ნაკლებია ხანდაზმულთა რაოდენობა, მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს სოფლად ( ანუ დაბალია მოსახლეობის სიმჭიდროვე), ქვეყანაში არაა მოხუცებულთა თავშესაფრები, რომლის მაცხოვრებლებსაც მიაყენა ყველაზე დიდი დარტყმა ვირუსმა. ევროპაში მცხოვრები ხანდაზმულები უფრო მობილურები არიან და მათი ცხოვრების სტილი ძალიან განსხვავდება ჩვენისაგან.

ამ და ზოგიერთმა სხვა ფაქტორმა განაპირობა ნაკლები სიკვდილიანობა,  რასაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ საკუთარ გამარჯვებად ასაღებს.

მთელი კვირაა ყოველდღიურად ორასამდე ინფიცირებულის გამოვლენა ხდება, მთავრობას კი გულარხეინი დამოკიდებულება აქვს ამისადმი. სიმშვიდეს და ოპტიმიზმსასხივებენ”. სხვანაირად როგორ შეიძლება, ”ოცნება  ხომ კოვიდზე გამარჯვებული ხალხის პარტიაა. მოხუცებსაც კი არ აფრთხილებენ, რომ თავს გაუფრთხილდნენ. კარდაკარ დავდივარ წინასაარჩევნო შეხვედრებზე და კარგად ვხედავ, თუ რა განწყობილებაცაა. სიფრთხილე დაკარგა ხალხმა, რომლის წახალისებასაც ახდენს ხელისუფლება თავისი უმოქმედებით და საარჩევნო მიზეზებით.

ოღონდ არჩევნებამდე მივაღწიოთ! ამ ლოზუნგით მოქმედებენ, ლარის მართვისა არ იყოს.  არჩევნების მერე?

იმედია, მერე უფრო გონიერი ხელისუფლება გვეყოლება“, - წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია