მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მამუკა ხაზარაძე - 100 მილიონი მოგვცემს საშუალებას, ყოველწლიურად 3000-მა წყვილმა 40 კვადრატულიანი ბინა შეიძინოს - 22 სექტემბერი 2020

გვინდა, ახალგაზრდებს პირველი ბინა, 40 კვადრატულიანი 50 პროცენტით დაუფინანსოს სახელმწიფომ, რომ მიეცეთ ოჯახის შექმნის საშუალება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სტიმულირება, მათთვის იმედის მიცემა და ცხოვრების გზაზე წარმატების მიღწევისთვის ფორმულების მიცემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არ ხდება წლების განმავლობაში. ამისთვის, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ინიციატივა.

ჩვენ გვინდა, რომ პირველი ბინა, 40 კვადრატულიანი 50 პროცენტით დაუფინანსოს სახელმწიფომ, რომ ახალგაზრდას მიეცეს საშუალება ოჯახის შექმნის, დამოუკიდებლად“, – განაცხადა ხაზარაძემტვ პირველისეთერში.

მისივე თქმით, წელიწადში 3000 წყვილისთვის ამგვარად ბინის შეძენაში ხელშეწყობისთვის 100 მილიონი არის საკმარისი.

პანდემიის დროს, ჩვენმა მთავრობამ, რომელსაც ბიუჯეტი ბოდიში და, მთლიანად გახეული აქვს, 150 მილიონი გამოყო და შერჩევითად დაურიგა დეველოპერებს.

თქვე დალოცვილებო, ასი მილიონი იგივე დეველოპერებისთვის კონკურსის წესით მიგეცათ და გეთქვათ, დაამატეთ თქვენს შენობებზე მანსარდის ტიპის ორმოცკვადრატულიანი და ამას გადავცემთ ახალგაზრდა ოჯახებსკიდევ ერთ იდეას ვაძლევ მთავრობას, რომელიც არ ითვალისწინებს და ბოლოს კვაზი რაღაცებს აკეთებს.

ასი მილიონი მოგვცემს საშუალებას, რომ ყოველწლიურად შევქმნათ 3000 წყვილისთვის 40 კვადრატულიანი ბინის შეძენის საშუალება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში მევახშეობა კანონით დასჯადი გახდეს.

მე არ დავიღლები ამის ლაპარაკით, რომ ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს.

მე ყველას ვეკითხებირომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ან ვიღაც კერძო პირის თემას.

პირდაპირ მინდა, გამოვიდე ინიციატივით. თქვენს ეთერში და სხვა ეთერებში გადის ძალიან არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ, სარეკლამო რგოლები და ჩვენ, მე პირადად მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, განვუმარტო, სიტყვა მევახშე რას ნიშნავს. სიტყვა მევახშე ქართული განმარტებითი ლექსიკონით ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. ამიტომ, მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია