მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რომან გოცირიძე - საქართველო კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს, სომხურ სცენარს დაადგა - 22 სექტემბერი 2020

 

„საქართველო დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს, სომხურ სცენარს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ასეულობით მსხვერპლი და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი.

- როგორ ცდილობს მთავრობა თავიდან აიცილოს მოვლენების ამ სცენარით განვითარება?

- არის თუ არა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იმაზე ძლიერი, ვიდრე იყო რამდენიმე თვის წინ?

- რაში დაიხარჯა ნასესხები 5 მილიარდი და რატომ არ ეტყობა იგი ჯანდაცის სისტემას?

- რატომ დუმს მთავრობა და რატომ უქმნის ილუზიას ხალხს, რომ არაფერია საგანგაშო და რატომ ადუნებს მათ სიფრთხილეს?

- კორონაზე გამარჯვებული ხალხის პარტიად რომ გამოაცხადეთ თავი და სპეცგაზეთს რომ არიგებთ სააგიტაციოდ წინასაარჩევნოდ, ორიოდე კვირის მერე იმ გაზეთს რომ თავზე გადაგახევთ ამომრჩეველი, ამაზე თუ გიფიქრიათ?

აი, ეს არარიტორიკული კითხვები მაქვს მთავრობასთან და ოფიციალურადაც გავუგზავნი სადეპუტატო შეკითხვის სახით, რათა მივიღო პასუხი. სხვანაირად, არჩევნებამდე, არც გიპასუხებენ და არც შეიმჩნევენ“, - წერს პარლამენტარი რომან გოცირიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) ფეისბუქის გვერდზე.

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა და 1 574-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, დღეს ქვეყანაში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 22-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 988 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 შემთხვევა დაფიქსირდა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია