მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამირან გამყრელიძე - როცა პირბადე ორ ადამიანს უკეთია და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია - 22 სექტემბერი 2020

უნდა გავაძლიეროთ პირბადის კულტურა. ძალიან გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, რომ ადამიანებამდე ეს ინფორმაცია მივიტანოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა იყოს.

თქვენი მეშვეობით, თქვენი დახმარებით უნდა გავაძლიეროთ პირბადის კულტურა. რეგულაციები უნდა დავიცვათ და ყველგან, სადაც დისტანცია არ იცვება, პირბადე უნდა გვეკეთოს. 

ძალიან გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, ადამიანებამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ როცა პირბადე ორ ადამიანს უკეთია და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია. ამიტომ ეს ყველაზე უფრო მძლავრი იარაღია კოვიდ პანდემიასთან საბრძოლველად.

ამიტომ ისევ ვიმეორებ: პირბადე, დისტანცია და ხელების ხშირი დამუშავება. თუ ამ წესებს დავიცავთ, დამერწმუნეთ, შევაკავებთ დაავადებას და არ მივცემთ მას საშუალებას, გადავიდეს ფართომასშტაბიან ეპიდემიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თქვენ, როგორც მეოთხე ხელისუფლებას სწორი ინფორმაცია მიაქვს საზოგადოებასთან, ამიტომ თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ, პირბადესთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა იყოს ქვეყანაში, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, თამად შეიძლება თქმა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება  და მართვადია.

მისივე თქმით, არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მკაცრი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„დღეს გამოვლინდა 218 შემთხვევა. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ორი მოქალაქე. გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს თამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვითარება ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ამისთვის უწყებათაშორისი საბჭო, მთავრობის თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს. პანიკის საფუძველი არ არსებობს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშებიც მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. შეიძლება იყოს მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში, ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ამა თუ იმ რეგიონში ეპიდვითარებაზე“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია