მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი ქადაგიძე - სანამ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ტალახს ესვრიან... - 23 სექტემბერი 2020

- სანამ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ტალახს ესვრიან, შევადაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიდიდე და სამთავრობო ვალი ბოლო სამი მმართველობის პირობებში.

მაშ ასე,

1. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ ნომინალში) 1995 წელს იყო 2,7 მილიარდი დოლარი, ხოლო 2003 წელს - 5 მილიარდი. სამთავრობო ვალმა 2003 წელს შეადგინა მშპ- 40%;

2. 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა ტოვებს 16,5 მილიარდიან ეკონომიკას და სამთავრობო ვალს 30%-ის ოდენობით;

3. ქართული ოცნება 2020 წელს დაასრულებს ისევ 16,5 მილიარდიანი ეკონომიკით და 50%-იანი სამთავრობო ვალით;

მოქალაქეთა კავშირი (1995-2003) - ეკონომიკა გაზარდა 2-ჯერ;

ნაციონალური მოძრაობა (2003-2012) - ეკონომიკა გაზარდა 3-ჯერ, ვალი შემცირდა 10%-ით;

ქართული ოცნება (2012-2020) - ეკონომიკა არ გაზრდილა, სამთავრობო ვალი გაიზარდა 20%-ით.

.. 2020 წლის რიცხვები არ შეიცავს სახელმწიფო საწარმოების ვალებს და მშპ საპროგნოზო მაჩვენებელად აღებულია - 5%, - წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ფეისბუქის გვერდზე.  

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია