მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გოგი გვახარია - 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები! - 24 სექტემბერი 2020

კინომცოდნე, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი გოგი გვახარია, 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აქვეყნებს ფეისბუქის გვერდზე, კომენტარის გარეშე.

ბარიერი გადალახა 24-მა პარტიამ.

1. ბლოკი „მშვიდობა“ – 29 მანდატი

2. ბლოკი „11 ოქტომბერი“ – 18 მანდატი

3. ბლოკი „ერთობა“ – 14 მანდატი

4. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 12 მანდატი

5. საქართველოს მწვანეთა პარტია - 11 მანდატი

6. დემოკრატიული პარტია - 10 მანდატი

7. „ქარტია 91“ – 9 მანდატი

8. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი - 7 მანდატი

9. ილია ჭავჭავაძის საზოგადოება - 7 მანდატი

10. სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება - 5 მანდატი

11. საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი - 4 მანდატი

12. საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტია - 4 მანდატი

13. ხალხთა მეგობრობისა და სამართლიანობის პარტია - 2 მანდატი

14. საქართველოს ღვთიშვილთა კავშირი - 2 მანდატი

15. საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი - 2 მანდატი

16. საქართველოს სრულიად დემოკრატიული პარტია - 2 მანდატი

17. სრულიად საქართველოს მიწადმოქმედთა კავშირი - 2 მანდატი

18. საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია - 4 მანდატი

19. საქართველოს მთიელთა კავშირი - 1 მანდატი

20. მამულის აღორძინების საზოგადოება - 1 მანდატი

21. ბლოკი „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია და მთიელთა პოლიტიკური კავშრი“ – 1 მანდატი

22. საქართველოს სახელმწიფოებრივ-ეროვნული პარტია - 1 მანდატი

23. საქართველოს რადიკალური მონარქისტული კავშირი - 1 მანდატი

24. საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია - 1 მანდატი

ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 471 866

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 575 197.

1992 წლის 11 ოქტომბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა. საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფო მეთაურის არჩევნები. არჩევნების შედეგად საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ედუარდ შევარდნაძე.

არჩევნები ჩატარდა 80 ოლქში. საოლქო კომისიები ვერ შეიქმნა ცხინვალის, ტყვარჩელის, ჯავისა და გუდაუთის რაიონებში. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 96%-მა. მაჟრიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩიეს 75 დეპუტატი  (მაჟორიტარული სისტემით არჩევნები ჩატარდა 84 მაჟორიტარული ოლქიდან 75-ში. არჩევნები გადატანილ იქნა შემდეგ საარჩევნო ოლქებში: ჯავა, ცხინვალი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, გაგრა, გალი, გუდაუთა და ტყვარჩელი).  პროპორციული სისტემით კი (მრავალმანდატიანი ოლქები) - 150 დეპუტატი. საარჩევნო ბარიერი იყო 2%.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია