მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით ჭიჭინაძე - მეხანძრეების ნამოღვაწარი სახელმწიფომ მოიპარა და არ უხდის პენსიებს - 24 სექტემბერი 2020

მეხანძრეებს 55 წლის ასაკში სამსახურიდან უშვებენ და 65 წლამდე უწევთ ლოდინი, რომ სამხედრო მოსამსახურის პენსია მიიღონ, – ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, იმის გამო, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2008-2019 წლებში მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში იყო, მეხანძრეებს აღნიშნული წლები სამხედრო სამსახურში არ ეთვლებათ და ვერც იმ პენსიის მიღებას ახერხებენ, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს 20-წლიანი მსახურების შემდეგ ენიშნებათ.

„2008 წლიდან სამაშველო სამსახური გადავიდა მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში, ამიტომ ისინი ჩათვალეს როგორც ჩვეულებრივი სამოქალაქო სამსახურის პირები.

2019 წლიდან ისევ დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში და გახდნენ ისევ ძალოვნები.

აქედან გამომდინარე, მათ 55 წლის ასაკში უშვებენ პენსიაზე, რის გამოც არ უგროვდებათ ის 20-წლიანი სტაჟი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ სამხედრო მოსამსახურის პენსია 55 წლის ასაკიდან.

შესაბამისად, ამ ადამიანებს 65 წლამდე უწევთ ლოდინი, რომ პენსიონერები გახდნენ.

არის ერთი ძალიან ლეგიტიმური კითხვა, ეს ადამიანები როგორც 2008 წლამდე იყვნენ მეხანძრეები, ისე 2008 წლიდან 2019 წლამდე იყვნენ მაშველებიც და იყვნენ მეხანძრეებიც და მოგეხსენებათ, რა დატვირთვით მუშაობდნენ, როგორ აქრობდნენ ცეცხლს სხვადასხვა ხანძრის დროს. და ეს მათი ნამოღვაწარი რომ იტყვიან, სახელმწიფომ მოიპარა და არ უხდის პენსიებს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მოძრაობატრიბუნასლიდერი ითხოვს, რომ მეხანძრე-მაშველებს 2008-2019 წლები სამხედრო სამსახურში ჩაეთვალოთ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია