მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიციის რეიდმა საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა გაამწვავა - 23 ივნისი 2012

[foreignpress.ge] 
მარგარიტა ანთიძე

საქართველოს პოლიციამ ხუთშაბათს დააყადაღა თანამგზავრული ანტენები იმ ეჭვის საფუძველზე, რომ კომპანია ანტენებს არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვებისათვის არიგებს. ამ ფაქტმა საპარლამენტო არჩევნების წინ დაძაბულობა გაამწვავა.

პოლიციამ დააყადაღა „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ძმის კუთვნილი კომპანიის მიმღებები და დაიწყო გამოძიება მოსყიდვის ბრალდებით.

ამომრჩევლებისთვის საჩუქრის გაკეთება შეიძლება ისე იყოს აღქმული, როგორც კანონის დარღვევა, რადგან კოალიცია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის კონკურენტია.

„გრძელდება თანამგზავრული თეფშების გადაცემა ამომრჩევლებისათვის, პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით,“ ნათქვამი იყო გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

„ქმედება შეიძლება შეიცავდეს ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, რაც შეიძლება დაისაჯოს, როგორც ჯარიმით, ასევე სამი წლით თავისუფლების აღკვეთით“.

ამ განცხადების შემდეგ პოლიცია მივიდა იმ საწყობში, სადაც კომპანია ინახავდა მიმღებებს.

ივანიშვილს, რომელიც აფინანსებდა სახლების, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობას ადგილობრივებისთვის თავის მშობლიურ რეგიონში, თბილისიდან მოშორებით, მანამდე, სანამ საარჩევნო კამპანიას დაიწყებდა, კომენტარი არ გაუკეთებია.

„ქართული ოცნება“ ადვოკატებთან მართავდა კონსულტაციას.

56 წლის ბიზნესმენმა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც ჟურნალმა „ფორბსმა“ $6.4 მილიარდად შეაფასა, შეცვლა კავკასიის ამ ქვეყნის, (რომლის მოსახლეობა 4.5 მილიონია) პოლიტიკური ლანდშაფტი და ჩვეულებრივ დანაწევრებული ოპოზიცია თავის კოალიციაში გააერთიანა.

ჯარიმა

ივანიშვილმა კონკურირება გადაწყვიტა ლიდერთან, რომელიც თანამდებობაზე 2003 წელს „ვარდების“ უსისხლო რევოლუციითა და ედუარდ შევარდნაძის დამხობით მოვიდა და რომელიც დასავლეთის რჩეული გახდა. თუმცა ზოგიერთი ამომრჩეველი მას იმაში სდებს ბრალს, რომ არ გააკეთა საკმარისი ეკონომიკის რეფორმირებისათვის.

ოპონენტები სააკაშვილს იმაშიც ადანაშაულებენ, რომ მან ალაგმა თავისუფლებები და 2008 წლის აგვისტოში საქართველო შეიყვანა რუსეთთან დამანგრეველ ომში, რომელშიც დამარცხდა. მოსკოვმა საქართველოს მეამბოხე რეგიონები სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

სტაბილურობა ამ რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისთვის, რადგან საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტია ბუნებრივი აირისთვის, რომელიც კასპიის ზღვიდან მიდის ევროპისაკენ და შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგომომარაგებაზე.

„ქართული ოცნება“, რომელმაც საარჩევნო გამოსვლებზე დიდი მასები მიიზიდა, აცხადებს, რომ მისი მუშაობა მუდმივად ფერხდება ხელისუფლების მიერ, თუმცა სოციოლოგიური გამოკითხვებით ის 20 პროცენტით ჩამორჩება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

სახელმწიფო აუდიტორულმა სააგენტომ ამ თვის დასაწყისში გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ივანიშვილისგან აღებული სესხით თანამგზავრული თეფშების გავრცელება არღვევს პარტიების დაფინანსების კანონს და ის 61 მილიონი ლარით უნდა დაჯარიმდეს.

სხვა საქმესთან დაკავშირებით, ივანიშვილი 11.2 მილიონი ლარით დააჯარიმეს და ჯარიმის მთლიანმა თანხამ 74.3 მილიონი ლარი შეადგინა. ივანიშვილმა ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა.

სააკაშვილი მას გმობს, როგორც კრემლის მარიონეტს, რადგან მან თავისი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, თუმცა მაგნატმა ამას რუსეთში თავისი ქონების გაყიდვის დაპირებით უპასუხა.

ივანიშვილს ეკრძალება არჩევნებში მონაწილეობის მიღება მას შემდეგ, რაც მთავრობამ მას, იმის გამო, რომ ის საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეც იყო, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.

მას შემდეგ მან უარი თქვა რუსულ პასპორტზე და განაცხადა, რომ უარს იტყვის ფრანგულზეც მას შემდეგ რაც ქართულ პასპორტს მიიღებს. ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს მას შევიდეს პარლამენტში – პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეს, რომელმაც 5 წელი იცხოვრა საქართველოში, შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია