მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ელენე ხოშტარია - ცალ-ცალკე ვერავინ ვუგებთ ბიძინას - 29 სექტემბერი 2020

- ჩვენ ვართ ერთიანები, მაგრამ არა ერთნაირები.

ეს ის მოცემულობაა, რომელიც ამ არჩევნებზე სხვადასხვა ფაქტორის გამო შეიქმნა. გავრილოვის პროტესტის შემდეგ საზოგადოების დაკვეთა, პროპორციული საარჩევნო სისტემა, ცალ-ცალკე ვერავინ ვუგებთ ბიძინას - ეს ფაქტორები განაპირობებს ამ მოცემულობას, - წერს „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია „ფეისბუქის“ გვერდზე.  

მაგალითად, ერთიანები ვართ არსებული სისტემის შეცვლაში, მაგრამ ვერ და არ ვიქნებით ერთიანები ვინმე კონკრეტულის ძალაუფლებაში მობრუნებაში და მოსვლაში.

ერთიანები უნდა ვიყოთ კოალიციის შექმნის საკითხში, ამასთანავე უნდა ვანახოთ განსხვავებები, რომ ამ კოალიციაში მეტი წილი გქონდეს.

ერთიანები ვართ მართლმსაჯულების სისტემის შეცვლის საკითხში, მაგრამ ნაბიჯებს შეიძლება განსხვავებულად ვხედავთ და ამაზე კოალიციაში ჭიდილი მხოლოდ კარგს მოიტანს.

ერთიანები ვართ პროდასავლურ კურსში და ა.შ.

ობიექტურად რთული მოცემულობაა განსხვავებების ჩვენებაში ერთიანობა არ შემოგემსხვრას, ან პირიქით, ერთიანობის ხათრით ერთ მასად იქცე და ამით მათ შორის ბიძინას პროპაგანდას შეუწყო ხელი. ან ერთიანი მხარდაჭერის სურვილის გამო ხალხი მოატყუო და შენი განსხვავებული აზრი დამალო.

პოზიციებიც განსხვავებული გვაქვს, საერთო კანდიდატებს ეგოისტურად გვჭირდება ერთიანობა, ამ დროს ბევრ ადგილას მიდის კონკურენცია და განსხვავების ჩვენება მეტად ჭირდებათ.

მოკლედ, ობიექტურად არაა ადვილი მოცემულობა, მაგრამ ადვილი ლობიოს ჭამაა თუ როგორ არის აღარ მახსოვს.

მოკლედ, ბევრი ფიქრის შედეგად იმ დასკვნამდე მივედი, რომ ფორმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ მთელ პროცესში. სწორი ფორმის ნახვა, სადაც კამათობ და არა იბრძვი გასანადგურებლად, კატეგორულად არ ეთანხმები, მაგრამ პატივს ცემ. ყველას მოგვიწევს ამ სწორი ფორმის ნახვა. ეხლა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმემ უკლებლივ საუკეთესო ფორმა ნახა.

ერთი თვეა წინ და ყველა დავფიქრდეთ ყოველ ჯერზე, ჩემ თავსაც ვეუბნები ამას. არც მე უნდა გავჩუმდე ხმებისთვის და არც განსხვავებულობა გადაიზარდოს ხალხის დამაბნეველ პროცესად“, - წერს ელენე ხოშტარია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია