მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მაღალია ალბათობა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ბებუას ბრალი ხელოვნურად დაუმძიმა - ომბუდსმენი - 05 ოქტომბერი 2020

 

სახალხო დამცველი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას უკანონო დაკავების ფაქტს ეხმიანება. ომბუდსმენის აპარატი არ გამორიცხავს, რომ რეჟიმმა ბებუას ბრალი ხელოვნურად დაუმძიმა.

სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, საქმეში ჩართოს საერთაშორისო ორგანიზაციები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან დროულად გათავისუფლდეს:

„ირაკლი ბებუას მიერ სავარაუდოდ განხორციელებული ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, მაღალია ალბათობა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მის მიმართ ბრალი ხელოვნურად დაამძიმა.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ადამიანის ძირითადი უფლებების მოქმედება, მათ შორის პირის უფლება დაცული იყოს თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან, უსამართლო სასამართლოსგან - ვრცელდება მთავრობების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზეც.

საერთაშორისო სამართლით, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ერთი მხრივ, ოკუპანტ სახელმწიფოს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, ასევე დე ფაქტო ხელისუფლებებს“ - ნათქვამია სახლახო დამცველის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ბებუამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშა დაწვა, თუმცა, ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები მას სხვისი ქონების განზრახ განადგურებას და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობასაც ედავებიან.

წყარო: მთავარი არხი

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია