მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება - საგარეო სამინისტრო - 13 ოქტომბერი 2020

სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომელიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში, მხოლოდ ჰუმანიტარული, სამოქალაქო ხასიათისაა და სრულად შეესაბამება იკაო-ს სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, ყარაბაღში ესკალაციის დაწყებისთანავე, საქართველოს მხრიდან შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი სახმელეთო და საჰაერო გზით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით.

კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება.

საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომლებიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა, სრულად შეესაბამება იკაო- სტანდარტებს.

საქართველო კვლავ აგრძელებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის კომერციული, ტვირთების გატარების მხრივ.

აღნიშნული ხორციელდება საერთაშორისო სამართლიან ნორმებთან, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის იკაო- რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში.

მიუხედავად ამისა, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, თითქოსდა სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება სამოქალაქო ფრენების მეშვეობით.

კონკრეტული გადამზიდავისა და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები.

დარღვევის აღმოჩენისა და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას, დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის იკაო- წინაშე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერის, აღდამისა და გორანბოის რაიონის დაბომბვას აგრძელებენ.

სომხეთი კი ტერტერის დაბომბვის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშანა სტეპანიანმა სოციალურ ქსელფეისბუქშიდაწერა.

სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანმა დილით ჩრდილოეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ნაწილში საბრძოლო მოქმედებები განაახლა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის პროცესი დაიწყონ. ორგანიზაციის განცხადებას სააგენტოროიტერიავრცელებს.

წითელი ჯვრისგანცხადებით, ამ დრომდე მხარეებთან გაცვლის პროცესის დასაწყებად შეთანხმება არ არის მიღწეული.

ამ დრომდე ჩვენ მხარეებთან ინტენსიურად განვიხილავთ საკითხს, თუმცა ჯერ არ არის მიღწეული რამე არსებითი შეთანხმება, რაც ჩვენ გასვლის პროცესის დაწყების საშუალებას მოგვცემდა“, – განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, მარტინ შუეპმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

ამგვარად, მოლაპარაკებები ორივე მხარესთან გრძელდება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პირობები დაკმაყოფილდება, რათა მომავალში ამგვარი ოპერაციის განხორციელება შევძლოთ“, – აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მარტინ შუეპმა, ასევე მხარეებმაწითელი ჯვრისთანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგად სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

ამირან სალუქვაძე, ექსპერტი:

ჩვენს მეზობლად, საომარ მოქმედებებში იმატა დაძაბულობამ, ორმხრივმა მძაფრმა რიტორიკამ, იბომბება მშვიდობიანი ქალაქები. როგორც წინა პოსტში ვწერდი, ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ყარაბაღის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.

როგორც ჩანს 9 ოქტომბრის შეთანხმება მინისტრების დონეზე შეთანხმება ვერ იმუშავებს. პირველი პირების შეხვედრაც, ამ ფონზე, რთული იქნება.

თუ აზერბაიჯანი ბრძოლის ველზე გრძნობს უპირატესობას, მისი შეჩერება რთული იქნება.

რუსეთის სახელისუფლებო წრეების და მათთან დაკავშირებული ექსპერტების რიტორიკა ერთი მხრივ ყარაბაღის და სომხეთის მხარდამჭერია, მეორე მხრივ, იმ მოტივით რომ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს სომხეთის ტერიტორიაზე, სომხეთს აქტიურ მხარდაჭერას არ უწევს.

რუსეთს თუ დახმარების სურვილი აქვს, როდის იყო ტერიტორია აკავებდა? სეთის ახალი დოქტრინით, მათ შეუძლიათ მონათლონ როგორც საფრთხე რუსეთის ინტერესებისათვის და ჩაერიონ. 2008-ში ომი ჩვენს მიწაზე იყო, მაგრამ შემოიჭრა.

ასე რომ, რუსეთის ორმაგი თამაში სახეზეა.

მსხვერპლი, ორთავე მხრიდან დიდია, საუბარი ასეულობით დაღუპულზე.

იმედია მოხერხდება დუღილის ტემპერატურის დაწევა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო აქტიურობას ჯერ ვერ ვხედავ“, - წერს ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია