მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საჩხერელთა უმრავლესობა გადახვეწილია ლუკმა-პურის საშოვნელად და ხარაგაულის სოფლებში ტყიდან შეშა ვერ გამოაქვთ - გიორგი კაპანაძე - 16 ოქტომბერი 2020

„ივანიშვილი ბავშვის გარდაცვალებაზე სპეკულირებით მოვიდა და უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებით მიდის ხელისუფლებიდან“

ufleba.ge

,,ufleba.ge” ,,ნაციონალური მოძრაობისსაჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გიორგი კაპანაძეს ესაუბრა.

-  ბატონო გიორგი, მოდით საუბარი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებით დავიწყოთ.

- წინასაარჩევნო გარემო დაძაბულია. მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართული ოცნებაარ ერიდება დაშინებას, მოსყიდვას, მუქარას, მიმართავს ყველა მეთოდს იმისთვის რომ ხელისუფლება კვლავ მიიტაცოს, 2020 წლის 31 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები დასრულდება არა ივანიშვილის, არამედ საქართველოს გამარჯვებით.

- ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი ? 

- ჩემი მთავარი კონკურენტი არის ხალხის გამღარიბებელი, კორუმპირებული და მავნებელი რეჟიმი.

ივანიშვილი, რომელმაც 2012 წლის შემდეგ 40 მლნ კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა და მილიარდობით დოლარის ქონება მიიტაცა, ბოტანიკური ბაღის ნაწილის, სანაპირო ზოლის, ჯორჯიან მანგანეზისა და სკვერების ჩათვლით.

ივანიშვილი, რომელიც ხეებს თხრის, ბუნებას აჩანაგებს და რომლის კლანიც ხალხის ფულს იპარავს.

ეს მაშინ, როდესაც ყოველი მეხუთე ჭიათურელი სოციალურად დაუცველია, შრომისუნარიან საჩხერელთა უმრავლესობა გადახვეწილია სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში ლუკმა-პურის საშოვნელად და ხარაგაულის სოფლებში მცხოვრებლებს ტყიდან შეშა ვერ გამოაქვთ. 

ჩემი მთავარი კონკურენტი არის ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულში არსებული უმუშევრობა, კორუფცია, უძრაობა, გაჭირვება, სიღარიბე, კლანური მმართველობა...

სწორედ ეს არის ძირითადი გამოწვევები და ეს გამოწვევებია დასამარცხებელი.

ამიტომ, არჩევანი არის მარტივი: ,,ქართული ოცნებანიშნავს სიღარიბეს, უმუშევრობას, კორუფციას, ცრუ დაპირებებს, კლანურობას...

ცვლილებები ნიშნავს პერსპექტივას, ეკოლოგიური და დასაქმების პრობლემების მოგვარებას; მაღაროელებზე ზრუნვას, ჭიათურის სოფლებისათვის წართმეული მაღალმთიანი სტატუსის დაბრუნებას, საჩხერელების დასაქმებას, სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებას, ტურიზმის განვითარებას, ხარაგაულის ეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზაციას.

ცვლილებები ნიშნავს პენსიის 400 ლარამდე გაზრდას, საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას, მედიკამენტების ფასების სუბსიდირებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ხალხის ფულის სამართლიანად განაწილებას...

-  მაინც რა არის თქვენი მთავარი დაპირება და რა პრობლემებისა და გასაჭირის წინაშე დგას საჩხერე-ჭიათური-ხარაგაულის მოსახლეობა?

- მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო სამუშაო გარემო და ღირსეული ანაზღაურება, მათივე მძიმე შრომის შესაბამისად.

ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების პარალელურად, ჭიათურამ უნდა დაიბრუნოს ინდუსტრიული ქალაქის სტატუსი და მკვეთრად შეამციროს სიღარიბე.

ხრეითში, ქვაციხეში, გეზრულში, ტყემლოვანაში, მანდაეთში, ზოდში, წირქვალში, მორძგვეთში, კაცხში, რგანსა თუ სხვა ულამაზეს სოფლებში, ხელშემწყობი პროექტები უნდა განხორციელდეს და ტურიზმი უნდა განვითარდეს.

საბაგიროების ამუშავების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის, გზების დაგების, წყლის პრობლემის მოგვარებისა თუ გაზიფიცირების კვალდაკვალ, ჭიათურელთა ცხოვრება უნდა წავიდეს წინ.

საჩხერეში, ასევე მნიშვნელოვნად უნდა განვითარდეს ტურიზმი, შემცირდეს სიღარიბე და რაც შეიძლება მეტი საჩხერელი დასაქმდეს ადგილზე.

ყველაფერი უნდა ვიღონოთ რომ საჩხერეში მხოლოდ ივანიშვილის კლანის წევრებმა კი არა, კორბოულელებმა, საირხელებმა, მოძველებმა, ორღულელებმა, არგვეთელებმა, მერჯეველებმა, ივანწმინდელებმა, ხვანელებმა, ჭალოვანელებმა და ჩემი დედულეთის სხვა ულამაზესი სოფლების წარმომადგენლებმა უკეთ იგრძნონ თავი.

ხარაგაულში, ერთერთი მნიშვნელოვანი მეავეჯეობის განვითარება-ხელშეწყობაა.

ხარაგაულის მაღალმთიან სოფლებს, უნიკალური ბუნების, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ზღვა შესაძლებლობები აქვს.

აი, ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ, რათა მარელისელმა, წიფელმა, ლეღვანელმა, საქარიქედელმა, თეთრაწყაროელმა, ხიდრელმა თუ სხვა ძალიან ლამაზი სოფლების მკვიდრმა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია შეძლოს.

ცალკე სიმდიდრეა ზვარე და ნუნისი, სადაც ბევრი კარგი და მთელი ხარაგაულისათვის სასარგებლო პროექტის განხორციელება შეიძლება.

-  აქვე მინდა გკითხოთ,  როგორ აფასებთ წინასაარჩევნოდ დავით გარეჯთან დაკავშირებით  . კარტოგრაფების დაკავებას?

- ,,ქართული ოცნებისმხარდამჭერებსაც კი არ სჯერათ ამ საქმის.

უკვე ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო ივანიშვილის მიერ სპეციალურად წინასაარჩევნოდ  ორგანიზებული უბინძურესი კამპანია, რასაც სამწუხაროდ, ორი ადამიანის დაკავება მოჰყვა.

მოკლედ რომ ვთქვთ, ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა ჩვილი ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების სპეკულირებით და ხელისუფლებიდან მიდის უდანაშაულო ადამიანების: ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრებით.

ქეთი ხომერიკი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია