მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამომრჩეველს მარტივი რამე უნდა უთხრან - თქვენ აპოკალიფსი გელოდებათ, თუ ეს ხელისუფლება დარჩება - ხათუნა ლაგაზიძე - 16 ოქტომბერი 2020

 

„ოცნებამ“ ჩათვალა, რომ საქართველოს მოქალაქეები და საქართველო, როგორც სახელმწიფო მათთვის წარმოადგენს არა ზრუნვის და ვალდებულებების ობიექტს, არამედ სახმარი ღირებულების ერთჯერად  ნივთს, როგორც თითოეული მოქალაქე, ისე ქვეყანაც

ufleba.ge 

თუ გაზაფხულზე ხელისუფლება არჩევების მოგებას აპირებდა კორონას მართვით, სტრატეგია შეიცვალა და დღეს  არჩევნების მოგებას აპირებს კორონას უმართაობით.

რაც უფრო ცოტა მივა არჩევნებზე, ამ ცოტა მისულში მით მეტი იქნება პროცენტულად ხელისუფლების ამომრჩევლის წილი. 

მაშინ თუ კორნაზე გამარჯვების თეთრ ცხენზე იჯდაქართული ოცნება“, დღეს ზის კორნასთან ნავში და ცდილობს სამშვიდობოს გავიდეს.

ოპოზიციას ერთადერთი ტაქტიკა რაც დარჩა, მათი სასიცოცხოლო ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ამომრჩევე საარჩევნო უბნებზე.

ამომრჩეველს მარტივი რამე უნდა უთხრან - თქვენ აპოკალიფსი გელოდებათ, თუ ეს ხელისუფლება დარჩება.

რუსულ-ოცნებური სპეცოპერაცია სახელწდებით დავით გარეჯი, ხელისუფლებას ჩაუვარდა.

სახელმწიფო იღლიაში ამოიდო.

ოცნებამჩათვალა, რომ საქართველოს მოქალაქეები და საქართველო, როგორც სახელმწიფო მათთვის წარმოადგენს არა ზრუნვის და ვალდებულებების ობიექტს, არამედ სახმარი ღირებულების ერთჯერად  ნივთს, როგორც თითოეული მოქალაქე, ისე ქვეყანაც.

მათი უკონტროლოდ დარჩენა ხელისუფლებაში ძალიან საშიშია“, - წერს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

იხილეთ სიუჟეტი: ხელსახოცს რომ დასვრი და მოისვრი, ისე უყურებს დღევანდელი ხელისუფება საზოგადოებას 

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

„დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაზე კი არ არის, ის თვითონ საქართველოა“

ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით.

დღეის მდგომარეობით ასეთი ვითარება გვაქვს პრობლემასთან დაკავშირებით:

1. თუ რაიმე რუკები არსებობს, რომელიც ჩვენს პოზიციებს გაამყარებს მოლაპარაკებებზე, კარგია.

2. თუ თემა საარჩევნოდ გამოიყენება, ცუდია.

3. თუ რუსეთის ინტერესებში გამოიყენება, ცუდია.

4. თუ ვინმემ რამე გაყიდა ან აპირებდა ამის გაკეთებას, ძალიან ცუდია.

5. აზერბაიჯანის ირიბად დადანაშაულება, რომ მან ფული გადაიხადა ქართული მიწების მიტაცებაში, ცუდია.

6. ორი კარტოგრაფის წინასწარ პატიმრობაში აყვანა, ცუდია.

7. გახარიას განცხადება სამუშაო, კეთილმეზობლურ ვითარებაში ამ საკითხების განხილვაზე, კარგია.

ამ კითხვების მოსახსნელად პასუხისმგებლიანი ხელისუფლება გადავიდოდა სამუშაო ვითარებაზე:

1. დაიწყებდა კომისიაში მუშაობას აღნიშნული რუქების აღიარებაზე.

2. გააგრძელებდა ძიებას ამ ორი ადამიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების პირობებში.

ყველა კითხვა მოიხსნებოდა.

დანარჩენზე შედეგებით ვიმსჯელებდით“, - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია