მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკოს თავმჯდომარემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს - 17 ოქტომბერი 2020

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, მხარეთა თანამშრომლობას და კოორდინირებულ მუშაობას ითვალისწინებს, რაც არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

ცესკოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა არჩევნების პროცესში უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.

მემორანდუმი  ცესკოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს  შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის კოორდინირებულ გაცვლას, ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.

ასევე განსაზღვრავს საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმებსა და შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს.

ცესკო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს 2016 წლიდან აწერენ ხელს. გასულ წლებში გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე მხარეებმა არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით როგორც ერთობლივი ღონისძიებები, ისე სასწავლო პროგრამები განახორციელეს“, - აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია