მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქვეყანა ჩაკეტეს და არაფერი გააკეთეს მეორე ტალღისთვის რომ მომზადებულიყვნენ - მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - 18 ოქტომბერი 2020

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსით მისი დაინფიცირება ერთ-ერთ შეხვედრაზე მოხდა, სადაც ფოტოს გადასაღებად ნიღაბი მოიხსნა.

ხაზარაძის თქმით, „ლელოსწევრები, რომლებსაც მასთან შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციაში გადადიან, პარალელურად მიმდინარეობს ტესტირება.

გუშინ მომცა დაბალი სიცხე. ერთ-ერთ შეხვედრაზე მთხოვეს სურათის გადაღება, მთხოვეს, ნიღაბი მომეხსნა და მოვიხსენი. აღმოჩნდა, რომ იქ დაუდასტურდა ერთ-ერთს, რომელიც მკურნალობს. ჩვენი გუნდის წევრები, ვისაც ჩემთან ჰქონდა შეხება, ახლა გადადიან თვითიზოლაციაში და იკეთებენ ტესტირებას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას,  ლელო საქართველოსთვისხელმძღვანელი ამბობს, რომ ის ამ პროცესს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

თქვენ იცით, რომ ამის გამოცდილება გვაქვს. ჩვენ სამი თვე ჩაკეტილები ვიყავით და იმ დროს შევქმენით უზარმაზარი ინფრასტრუქტურა.

იმედია, მალე დავამარცხებთ კოვიდს და მანამდე ვიქნებით ჩართულები ონლაინ რეჟიმში.

ძალიან მხნედ ვართ, ძალიან მობილიზებული, რადგან ყველას ერთად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები.

რაც ფაქტია, „ქართულმა ოცნებამკიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანა, რომელიც ჩაკეტეს და არაფერი გააკეთეს ჩაკეტვის შემდეგ მეორე ტალღისთვის რომ მომზადებულიყვნენ, დღეს უბრალოდ სტატისტების როლში არიან.

პრაქტიკულად, ხელისუფლება დამარცხდა კოვიდთანაც, ეკონომიკურ პრობლემებთანაც და ერთადერთი საშველი არის 31 ოქტომბერს ამათი გასტუმრება. ყველანაირი წესების დაცვით ჩვენ უნდა მივიდეთ და გავისტუმროთქართული ოცნება“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ესაუბრა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ მარინა ეზუგბაიას, რომლის რეკომენდაციითაც, მსუბუქი სიმპტომებიდან გამომდინარე, ამჟამად იმყოფება იზოლაციაში, გართულების შემთხვევაში კი სტაციონარში გადაიყვანენ.

პარტიალელო საქართველოსთვისლიდერ მამუკა ხაზარაძეს ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8060.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ რვა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 136- შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 300 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 388- შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია