მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამ არჩევნებს ქართველი ხალხი მოიგებს, რაც „ოცნების“ დამარცხებას ნიშნავს - ლევან ხაბეიშვილი - 21 ოქტომბერი 2020

„საჯარო მოხელეებს ეუბნებიან - თუ არჩევნებზე 41 ნომერს არ შემოხაზავთ, სამსახურებს დაკარგავთო“

ufleba.ge

,,ufleba.ge” ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისსამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, ორიოდე დღის წინ განაცხადეთ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან საჯარო მოხელეებზე იყო ზეწოლა, გაქვთ თუ არა რაიმე ახალი ინფორმაცია და პირადად თქვენ რა მთავარ პრობლემებს აწყდებით ამომრჩეველთან შეხვედრისას?

- დიახ, საჯარო მოხელეებს ნამდვილად ემუქრებიან, მე ამ თემაზე ღიად ვისაუბრე, ბრიფინგიც ჩავატარე.

გავმეორდები - სახეზეა მუქარა, შანტაჟი და დაშინება.

საჯარო მოხელეებს ეუბნებიან - თუ არჩევნებზე 41 ნომერს არ შემოხაზავთ, სამსახურებს დაკარგავთო. აი, ეს არის.

როგორც ჩანს, მმართველ ძალას ძალიან უჭირს ამ არჩევნებზე.

- ფიქრობთ, სამგორის მოსახლეობა მხარს დაგიჭერთ? მაინც ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად?

- ჩემი მთავარი კონკურენტი არის გაჭირვება.

მე ამ შემთხვევაში მართლა არ მაინტერესებს ჩემი .. კონკურენტი სოზარ სუბარი.

როგორი ნომინალური ფიგურაც იყო ზურაბ აბაშიძე (სამგორის მოსახლეობას თვალით არ ჰყავდა ნანახი), ისეთივე ნომინალური ფიგურაა სოზარ სუბარი. ჩვენ ამ ადამიანებს ვერ ვცნობთო, ყველა ამას იმეორებს. 

სამგორელებს ზურაბ აბაშიძე პარლამენტში შესვლის შემდეგ საერთოდ არ უნახავთასეთივეა სოზარ სუბარი.

ანუ არჩევნები დასრულდება თუ არა, მოსახლეობა მას თვალსაც ვეღარ მოკრავს; და ეს ყველაფერი  გადასარევად იცის ამომრჩეველმა.

ამიტომ ჩემი მთავარი კონკურენტი არის ის გაჭირვება და პრობლემები, რაც დღეს ამ რაიონშია.

ცხადია, მთლიანობაში პოლიტიკურ კონკურენტად სახელისუფლებო პარტიას მივიჩნევ, კი ბატონო, ოღონდ არა მათ კანდიდატ სოზარ სუბარს, ის როგორც გითხარით, ნომინალური ფიგურაა.  

- სხვათა შორის, ,,ქართული ოცნებაცდარწმუნებულია, რომ საპარლამენტო რჩევნებს მოიგებს

- სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს რაში არიან დარწმუნებული და რაში არა. ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებს ქართველი ხალხი მოიგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ,,ოცნებაარჩევნებში დამარცხდება.

- თქვენი მთავარი დაპირება რა არის და რატომ უნდა აირჩიოს სამგორის მოსახლეობამ ლევან ხაბეიშვილი? 

- ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში, არჩევნებამდე, არჩევნების პერიოდში და მანამდეც ერთი რამ უდავოდ დავამტკიცე - მე ამ ადამიანების გვერდში დგომა,  ინტერესების დაცვა და კეთილდღეობისთვის ბრძოლა შემიძლია.

ნამდვილად შევძლებ სამგორის რაიონში ადამიანების დარწმუნებას, რომ მე ვიქნები მათი ძლიერი ხმა პარლამენტში.

- ,,ქართული ოცნებისრვაწლიანი მმართველობა შეაფასეთ.

- რუსული ოცნება - ძალიან მოკლედ ეს შეიძლება ვთქვათ. ეს პარტია 8 წლის განმავლობაში რუსულ საქმეს აკეთებს.

მოდით, გავიხსენოთ გავრილოვის საღამოები, მათ თანხვედრაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. დიახ, რუსული ოცნება - ეს არის 8 წლის თავზე ,,ქართული ოცნებისშეფასება.

დავით გარეჯის თემაზე ადამიანების დაკავება ავიღოთ, ესეც პოლიტიკური თამაშების შემადგენელი ნაწილია, ოღონდ ანტისახელმწიფოებრივი.

ეს ცდება უკვე შიდა პოლიტიკურ ინტრიგებს, რაც აქამდე უყვარდა და ახასიათებდა ,,ქართულ ოცნებას”.

უკვე არჩევნების წინ ,,ოცნებაანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაზე ღიად გადავიდა და ათას სისულელეს და ბოდვას იგონებს იმისთვის რომ, ზიანი მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს სამშობლოს.

მათ შორის ფიქრობს, რომ ამით პოლიტიკურ ოპონენტებზე რაიმე სახის ზეგავლენას მოახდენს, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ იქნება.

ქართველი ხალხი ბრძენია იმისთვის, რომ დასკვნები გააკეთოს. დიახ, მოცემულ ეტაპზე საზოგადოებას დასკვნის გამოტანა და სწორი შეფასება არ გაუჭირდება.

დაბოლოს, ღიად მინდა ვუთხრა მათ - თუ არჩევნების გაყალბებას აპირებთ, არ გამოგივათ, რადგან ქართველი ხალხი თავის ხმას დაიცავს.

დიახ, ეს არ არის მარტო პოლიტიკოსების საქმე, ეს ყველას, თითოეული ჩვენგანის, უკლებლივ ყველა მოქალაქის საქმეა. ჩვენი ხმები ჩვენ უნდა დავიცვათ; და არ უნდა ჰქონდეს ვინმეს მოლოდინი, რომ ეს მარტო პოლიტიკური ჯგუფების საქმეა.

ეს ქვეყანა ჩვენია. ყველასია ეს ქვეყანა, ჩემიც, თქვენიც, ამ ინტერვიუს ვინც წაიკითხავს იმისიც, ამიტომ ყველამ ნება იბოძოს და იბრძოლოს იმისთვის, რომ საკუთარი ხმა დაცული იყოს.

ქეთი ხომერიკი

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია