მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რაც უფრო მალე გააცნობიერებენ ამას, მით უკეთესი ქვეყნისთვის, ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის - რომან გოცირიძე - 05 ნოემბერი 2020

პროპორციული სისტემით ოცნებამ მიიღო 61 მანდატი, დანარჩენმა პარტიებმა 59.

რომ არა გაყალბება, შედეგი რომ განსხვავებული იქნებოდა, ამას არ სჭირდება განსაკუთრებული მტკიცება.

ამ სისტემით გაზომილი მოსახლეობის განწყობილება არის ყველაზე ზუსტი.

ამომრჩეველთა უმრავლესობას არ უნდა ეს ხელისუფლება. ეს ითქვა ამ არჩევნებზე.  არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი (ისინიც, ვინც ოცნებას მისცა ხმა) იქნება ამ აზრზე.

უმცირესობაში მყოფი, არალეგიტიმური ხელისუფლება საშიშია ქვეყნისთვის. ეკონომიკური და პოლტიკური ვითარება უკიდურესაც დამძიმდება.

ამის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის რიგგარეშე არჩევნები. რაც უფრო მალე გააცნობიერებენ ამას, მით უკეთესი ქვეყნისთვის, ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის.

* * *

ეროვნულმა ბანკმა უპრეცედენტო ოდენობის, 60 მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც გაექცათ. ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული. 

ხელისუფლებამ არ იცის  რა ქნას და რომც იცოდეს, მაინც ვერ შეძლებს, ისეთი მახინჯი სისტემაა შექმნილი.

ოთხი წელი კი არა ოთხ თვესაც  ვერ გაძლებს ქვეყანა ამათ ხელში“, - წერს რომან გოცირიძე (ენმ) „ფეისბუქის“ გვერდზე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია